საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წერილს აქვეყნებს:
„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია – ძალისამებრ ჩემისა, ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში“
ცნობისთვის, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.
კომენტარები