• რეკლამა
  • კონტაქტი
13:03, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მატრიოშკას ეფექტი“ – ნასას ხომალდი და ბოინგის ძრავა – რატომ და რა სტატუსით იმყოფება მასკი პრეზიდენტ ტრამპის გარემოცვაში? – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:38 03-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,134
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ის, რაც შორიდან არ ჩანს …
——————————-
2020 წლის 15 ივლისს, ამერიკის კოსმოსური ძალების სივრცული ოპერაციების მაშინდელმა შეფმა, გენერალმა ჯონ რეიმონდმა სპეციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ რუსულმა თანამგზავრმა – „კოსმოსი 2543“ თავისი კონტეინერიდან გამოუშვა პატარა ზომის მფრინავი ობიექტი და დიდი სისწრაფით გაუშვა მეორე რუსული თანამგზავრის მიმართულებით. გენერალის განცხადებით, ეს იყო ორბიტალური კოსმოსური იარაღის გამოცდა და ამ ოპერაციას „მატრიოშკას ეფექტის“ სახელი უწოდა. ყველაზე შემაშფოთებელი გახლდათ ის ფაქტი, რომ რუსული სატელიტები – „კოსმოს 2542“ და „კოსმოს 2543“ გამომწვევად ახლოს მანევრირებდნენ ამერიკის სახელმწიფო სისტემის თანამგზავრებთან, რომლებიც დედამიწის დაბალ ორბიტებზე მოძრაობენ.
გუშინ, 2025 წლის 18 მარტს, ამერიკის კოსმოსური ძალების ვიცე-შეფმა, გენერალმა მაიკლ გატლაინმა სპეციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ჩინურმა თანამგზავრებმა საბრძოლო დაპირისპირების იმიტაცია-რეპეტიცია განახორციელეს დედამიწის ორბიტაზე. ეს დაახლოებით იგივეა, რაც საბრძოლო თვითმფრინავების საჰაერო დაპირისპირების დემონსტრირება. გატლაინმა შეშფოთებით აღნიშნა, რომ რუსული და ჩინური კოსმოსური ძალები ფაქტიურად გაუთანაბრდნენ ამერიკულს თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობებით.
-იყო დრო, ამერიკული კოსმოსური ძალები განუზომლად წინ იყვნენ რუსეთთან და ჩინეთთან შედარებით, მაგრამ ეს დისტანცია უკვე აღარ არსებობს- განაცხადა გენერალმა.
რამ გამოიწვია ამერიკული კოსმოსური ჩავარდნა?
რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2014 წელს მოხდა. ალბათ ყველას გახსოვთ ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსების კომენტარები CNN-ში, სადაც ისინი რუსულ საოკუპაციო სპეცრაზმს ჯიუტად უწოდებდნენ „გამოუცნობ მწვანე კაცუნებს“. ამის შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ ისიც, თუ როგორ გააუქმა აშშ-ს კონგრესმა აკრძალვა/სანქციები რუსული სარაკეტო ძრავების, RD-180-ის შემოტანაზე ამერიკაში. ამ სანქციის ინიციატორი ჯონ მაკკეინი იყო. მაკკეინს ზურგს უმაგრებდნენ ყოფილი თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა და CIA-ს ყოფილი დირექტორი მაიკლ ჰაიდენი. ისინი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ პუტინის რუსეთზე ამერიკის სამხედრო ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორის დამოკიდებულება საშიში შეცდომა იყო.
მაკკეინის პოზიციას და კამპანიას სერიოზული ფინანსური კონტრიბუცია გაუწია მაშინ ასპარეზზე ახლად გამოსულმა ილონ მასკმა. სამწუხაროდ, ეს წამოწყება ფიასკოთი დასრულდა, რადგან კონგრესის ორპარტიულმა, გაერთიანებულმა ლობიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ალაბამელი რესპუბლიკელი სენატორი – რიჩარდ შელბი და ილინოისელი დემოკრატი სენატორი – რიჩარდ დურბინი, სერიოზული ბრძოლა წამოიწყო. მათი არგუმენტი ემყარებოდა მტკიცებულებას, რომ რუსული ძრავების შემოტანის აკრძალვა საფრთხის ქვეშ დააყენებდა ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც აქტიურად სარგებლობდნენ რუსული რაკეტებით ორბიტაზე გაყვანილი სატელიტებით. შელბიმ და დურბინმა გაიმარჯვეს. და მაინც რა იყო ამ ორი გავლენიანი სენატორის მთავარი მოტივაცია?..
მოკლე დედუქცია: … რუსულ RD-180-ს წარმოებაში იყენებდა ორი კომპანია: „ბოინგი“ და „ლოქჰიდი“. ბოინგის სათავო ოფისი ილინოისშია, ხოლო „ლოქჰიდი“ რუსულ ძრავებს აწყობს ალაბამაში. ეს ორი კომპანია კონგრესისა და სენატის ერთერთი მთავარი ფინანსური კონტრიბუტორები არიან და სერიოზული დონაციები აქვთ გაკეთებული ამ ორი სენატორის საარჩევნო კამპანიებშიც. დანარჩენი დასკვნები თავად გამოიტანეთ…
ცხადია, მასკის მთავარი მოტივაცია საკუთარი ბიზნესის წარმატება გახლდათ; სწორედ ამიტომ აფინანსებდა მაკკეინს. RD-180-ის ჩაძირვა მკვეთრ სტიმულს მისცემდა ამერიკული წარმოების ძრავებისა და რაკეტების ინდუსტრიას. ასე დაეტაკა ერთმანეთს მასკი და „ბოინგი“/“ლოქჰიდი“.
პოლიტიკოსების მოტივაციები გასაგებია, მაგრამ განსაკუთრებით ამაზრზენი და საშიში ფაქტი იყო ამ ბინძურ ფინანსურ მაქინაციაში მაღალი რანგის სამხედროების ჩარევა. 2011-14 წლებში ამერიკის კოსმოსური ძალების სარდალი იყო გენერალი უილიამ შელტონი. „თუ რუსული ძრავებით მომარაგება შეწყდება, ის დააყოვნებს სატელიტების გაშვებას, გამოიწვევს სერიოზულ დანახარჯებს, და კომპრომეტირებას გაუკეთებს ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას“- განუცხადა კონგრესს გენერალმა.
თუმცა, იყვნენ პატიოსანი სამხედროებიც. საჰაერო ძალების გადამდგარმა გენერალმა მიტჩ მიტჩელმა, 2014 წელს, საფუძვლიანად შეისწავლა ეს პრობლემა თავის ნაშრომში, რომელიც არსად გამოქვეყნებულა, მაგრამ მაინც გაჟონა პრესაში. გენერალმა აღნიშნა, რომ საჭირო იყო ფინანსების სასწრაფოდ გამოყოფა რუსულ სამხედრო ინდუსტრიაზე დამოკიდებულების შესაჩერებლად და რომ ეს პროცესი დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი დაჯდებოდა. თეთრი სახლის მაშინდელმა ლიდერმა მკვეთრად უარყო კონგრესმენთა მცირე ჯგუფის ინიციატივა, რომ 220 მილიონი დოლარი გამოეყო სახელმწიფოს 2015 წლის ბიუჯეტიდან, რათა ეს პროცესი დაწყებულიყო.
ილონ მასკის SpaceX პირველი ამერიკული კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტული ძრავების შექმნა-განვითარება. ასე დაიწყო ფალკონის ტიპის რაკეტების წარმოება. მასკმა სასამართლოში უჩივლა პენტაგონს, კერძოდ საჰაერო ძალების ხელმძღვანელობას მისი კომპანიის დაჩაგვრისათვის და მოიგო კიდეც. დანარჩენი უკვე ცნობილია. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, პენტაგონი ამჟამად ისევ რუსულ სარაკეტო ძრავებზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული.
ორიოდე დღეა რაც „ნასა“-ს ჩაფლავებული კოსმოსური ოპერაციის შედეგად სივრცეში 9 თვით გაჭედილი ასტრონავტები მასკის რაკეტის მეშვეობით დაუბრუნდნენ დედამიწას. იცით რომელი კომპანიის ძრავმა უმტყუნა „ნასა“-ს ხომალდს?
ბოინგის…
ზემოთქმულის გაანალიზება გონიერ ადამიანს წარმოდგენას მისცემს იმაზე, თუ რატომ და რა სტატუსით იმყოფება მასკი პრეზიდენტ ტრამპის გარემოცვაში თავის პატარა შვილთან ერთად. ეს ექსცენტრული გენიოსი თავისი ერთადერთი კოსმოსური კომპანიით უპირისპირდება ათზე მეტ ჩინურ კოსმოსურ კომპანიას, რომლებიც ე.წ. რევერსული საინჟინრო მეთოდით (ერთიდაიგივე იდეის განსხვავებული საინჟინრო მიდგომით განხორციელება) ცდილობენ მისი პროექტების გაშიფვრა-იმიტირებას. დიდი ალბათობით, რუსეთ-უკრაინის ომმა რუსული კოსმოსური პროექტები დროებით შეაყოვნა, თუმცა დაზუსტებით ეს არავინ იცის.
გონიერი ადამიანი ალბათ იმასაც მიხვდება, თუ რატომ ცდილობს ამერიკის პრეზიდენტი ასე აგრესიულად ომის შეჩერებას და ფინანსების მაქსიმალურად და სწრაფად მობილიზებას. შემდეგი ომი დედამიწაზე აღარ მოხდება. სად დგას ევროპა ამ განზომილებაში, თავად წარმოიდგინეთ …

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved