• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მათთვის, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა: როგორ მივიღოთ კომპენსაცია და ვის რა უფლება აქვს

ალია ავტორი - ალია
11:40 11-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

კორონაპანდემიის დროს სამსახურდაკარგული ადამიანების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ისინი გვწერენ, რომ აქვთ თუ არა ასეთ დროს სამართლებრივი ბერკეტი, როგორმე მიიღონ კომპენსაცია დამსაქმებლისგან ან დავა წამოიწყონ სასამართლოში იმ არგუმენტით, რომ ის უსამართლოდ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაათავისუფლეს. ამ საკითხებზე რადიო „ფორტუნასთან“ იურისტი დავით გელაშვილი საუბრობს.

არაერთმა ადამიანმა მოგვწერა, რომ პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს. გაჩნდა კითხვები, რა შრომითი უფლებები აქვთ მათ, როგორც დასაქმებულებს, შეიძლება თუ არა, თუნდაც პანდემიის დროს, უბრალოდ ადგე და თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა?

რა თქმა უნდა, ასეთი კრიზისული სიტუაცია პირველ რიგში შრომით ურთიერთობებს აზიანებს. განსაკუთრებით პირდაპირ შეეხო ტურიზმის სექტორს, კაფეებს, ბარებს… რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს. როცა ხდება პანდემიის დროს დასაქმებულების გათავისუფლება, უნდა ვნახოთ კოდექსში რა სამართლებრივი საფუძველია. ამ საფუძვლებს შორის ორი არის მთავარი – ეკონომიკური გარემოებები და მეორე – სხვა ობიექტური გარემობები.

რას ნიშნავს სხვა ობიექტური მიზეზები – ეს ინტერპრეტაციის საშუალებას ხომ არ იძლევა და ბუნდოვანი ჩანაწერი ხომ არაა?

ძალიან ძნელია ყველა ქეისს მოარგო კანონი, ამიტომ გაჩნდა ეს ჩანაწერი. დავის შემთხვევაში ეს უკვე სასამართლომ უნდა შეაფასოს. ჩვენ უფრო პირველ პუნქტზე გვაქვს საუბარი – ეს არის ეკონომიკური გარემოებები. ანუ ბიზნესი უშვებს ადამიანს სამსახურიდან, როცა მას მისი შენახვა აღარ შეუძლია ან აღარ არის ამის საჭიროება.

პროცედურა როგორია, ანუ ითვალისწინებს თუ არა სტანდარტულად გაფრთხილებას, კომპენსაციას?..

დასაქმებულეს ვაფრთხილებთ ერთი თვით ადრე და ამის შემდეგ ერთი თვის კომპენსაციასაც მიიღებს. ან მეორე ვარიანტი – ვაფრთხილებთ 3 დღით ადრე და ვაძლევთ ორი თვის კომპენსაციას.

როცა კომპანია გადაწყვეტს, რომ 10-დან 5 ადამიანი აღარ სჭირდება, ამაზე დავა შემიძლია? რატომ გამიშვა მე და არა – სხვა. ეს როგორ რეგულირდება?

რეორგანიზაციის შედეგად ადამიანების გაშვება – ეს არის დამსაქმებლის უფლება და მას უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს ვის გაუშვებს და ვის დატოვებს. ეს გულისხმობს, რომ ჯანსაღი განსჯის საფუძველზე მოხდეს. მთავარია არ იყოს აქ დისკრიმინაციული მომენტი, ანუ სპეციფიური ნიშნით არ უნდა მოხდეს მათ გარჩევა. გვაქვს სპეციალური რეგულაციები მასობრივ დათხოვნასთან დაკავშირებით. ამას ჰქონდა უკვე ადგილი პანდემიის დროს. ანუ 30 დღის განმავლობაში არანაკლებ 10 ადამიანის დათხოვნა პატარა ორგანიზაციებში ითვლება მასობრივ დათხოვნად. როცა ამასთან გვაქვს საქმე, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთა წარმომადგენლებთან მიიტანოს დასაბუთება. ეს ვისზე ვრცელდება, რა უნდა გაითვალისწინონ, სტაჟი, ოჯახური მდგომარეობა თუ სხვა.

მასობრივი დათხოვნის დროს, გაწერილია თუ არა კანონით, რომ კომპანიამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ გადაუხადოს კომპენსაცია, როგორც სხვა შემთხვევაში?

კომპენსაციები ეხება იმ ნაწილს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თუმცა შეიძლება ეს გაწერილი იყოს ხელშეკრულებაში.

თუ სამსახურიდან გაშვებული პირები არ ეთანხმებიან დამსაქმებლის არგუმენტებს, მათ რა სამართლებრივი ბერკეტი რჩებათ?

მათ უნდა იდავონ სასამართლოს გზით, თუმცა უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მტკიცებულებები. შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დასაბუთებული იყო ყველაფერი. გვაქვს შემთხვევები, როცა სასამართლომ დაამტკიცა, რომ არ იყო რეორგანიზაცია და ეს ბათილად ცნო. ასეთ დროს კომპანია შეიძლება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს. მოთხოვნა არის ხოლმე სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. შეიძლება მივიღოთ საკმაოდ სოლიდური თანხები, რადგან სასამართლო პროცესები ხშირად დროში იწელება. ფინანსური ვალდებულების გარდა, ერთ-ერთი მძიმე ვალდებულებაა ამ პირის სამსახურში აღდგენა. ეს დიდი რისკი და დისკომფორტია. პრაქტიკაში არც ერთი დამსაქმებელი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ იღებს, თუ მართლა შეუძლებელია დასაბუთება.

თქვენი რჩევები ორივე მხარეს, რას ურჩევთ უსამსახუროდ დარჩენილებს და ასევე დამსაქმებლებს?

პირველ რიგში, პროცესები ორგანიზაციაში უნდა იყოს ფორმალიზებული. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს მოწესრიგებული. წინააღდეგ შემთხვევაში რთულია ხოლმე, დაამტკიცო, დაარღვია თუ არა პირმა კანონი ან შინაგანაწესი. რაც შეეხება დასაქმებულების ნაწილს, ხელშეკრულების გაფორმებისას აუცილებლად გაიარონ კონსულტაცია იურისტებთან და მოითხოვონ იმის ფიქსირება, რაც მანამდე ზეპირად იყო შეთანხმებული. კომპენსაციის ნაწილიც კარგი იქნება თუ გაწერილი იქნება.

„რადიო ფორტუნა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved