• რეკლამა
  • კონტაქტი
16:13, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მათი მიზანია, საბოლოოდ არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ დატოვონ, გარდა P. Diddy კატეგორიის არასწორი “როლური მოდელებისა” – ნინო წილოსანი

ალია ავტორი - ალია
17:41 12-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
695

ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს:

,,ამ წელს, იმედი მაქვს, ბოლო პოლიტიკური პოსტი იქნება და მეტად აღარ დაგამძიმებთ. უბრალოდ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა…

გუშინ ლაშა ტალახაძეს აკიდებულ/გაკიდებული “აქტივისტის” ვიდეო ვნახე. კომენტარსაც ვერ გავაკეთებ იმ სრულიად ამორალურ ფორმაზე, რომლითაც ამ აქციების ერთ-ერთი სახე დემონსტრირებს, თუმცა თქვენს ყურადღებას ამჯერად სხვა დეტალებზე შევაჩერებ..

ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მძლავრი აქცენტი ღირებულებების და ამავდროულად წარმატებული და დამსახურებული ადამიანების გაუფასურებაა. მათი მიზანია ტალახი ესროლონ, შეურაცხყონ და საბოლოოდ არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ დატოვონ, გარდა P. Diddy კატეგორიის არასწორი “როლური მოდელებისა”

ეკლესია და ჩვენი სულიერი მამები შეურაცხყვეს

ერეკლე და თამარი მოღალატედ და უზნეოდ გამოაცხადეს

ოლიმპიელებს აგინეს

შვილებს მშობლების დაუმორჩილებლობა ასწავლეს
მოსწავლეებს კი მასწავლებლების აბუჩად აგდება

მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის არჩეულ პრემიერს ეგრეთ წოდებულს ეძახიან, ქვეყნის პატრიოტს კი ასანქცურებენ

ლაშა ტალახაძის მიღწევები რომ გააუფერულო ასეთი მდაბიო უნდა მიუჩინო, უკადრებელი აკადრო და ვირტუალურად მაინც შეაჩვიო რაღაც კატეგორია ადამიანები რომ ავტორიტეტები არ არსებობენ ((

ამის საპირწონედ კი მორალურად დაცლილი და სულიერად გარყვნილი ადამიანების კულტი შექმნეს. ხორციელ სიამოვნებასა და გართობაზე ორიენტირებულ სოციუმად ქცევას გვიპირებდნენ, სადაც არ არსებობენ გმირები, ღირსეული ავტორიტეტები, ხოლო სულიერებისა და სწორი ღირებულებების ნაცვლად, მხოლოდ, სიამოვნება, ყოფიერება და გართობაა. გართობაში ცუდი არაფერია, უბრალოდ მათი თავსმოხვეული “გართობის“ კრებსითი სახელიც ფი დიდია…

რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი? მხოლოდ ერთ მიზანს – არაფერი მყარი და წმინდა არ უნდა დარჩენილიყო. მორალდაკარგული, ღირსება აყრილი, სულიერების შიმშილში მყოფი ადამიანები, რომლებსაც ღირებულებითი ღერძი არ გააჩნიათ და მარტივად მართვადნი არიან. ეს ის საბოლოო შედეგია, რისი მიღებაც სურდათ

სად მივყავდით ამ ყველაფერს, მარტივი მისახვედრია. მთელი ერი რომ არ გამოვფხიზლებულიყავით, ეს ყველაფერი, ალბათ, საერთოდ მოარღვევდა ჩვენს სოციალურ ქსოვილს და ჩვენი კულტურით გამდიდრებულ ღირებულებებს, რასაც კაცობრიობის ისტორიის გზაზე აქამდე მოვუყვანივართ, გავუტანივართ და გამძლეობა თუ გამბედაობა მოუნიჭებია ჩვენთვის ათას მტერთან ბრძოლაში

საბოლოოდ კი ამ გამოცდილებით დიდი სიბრძნის მატარებელ ერად ვყალიბდებით, რომელსაც ყველა კრიტიკულ მომენტში სწორედ ამ სიბრძნით გაუკვალავს სამშვიდობოს გზა

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ “

თეგები: ნინო წილოსანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved