საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური იერიში ოპოზიციაზე – მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრის უდიდესი ნაწილი წინა ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილს დაუთმო.
მისი მტკიცებით, ოპოზიცია “მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას და მათ შეცდომაში შეყვანას ცდილობს”.
მისივე განცხადებით, “რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებს”.
უნდა ითქვას პირდაპირ, მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. გვახსოვს კარგად, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ მთავარსარდალი”- აღნიშნა პრემიერმა.














კომენტარები