„მათი კარიერის მწვერვალი უნდა იყოს უბნის სადარბაზოებში დავების წარმართვა და არა პრეზიდენტის ბრალდება,“ – პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით დარჩიაშვილი სააკაშვილის საქმის პროკურორებს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.
„ვუსმენ ამ პროკურორებს “პიჯაკების” სასამართლოზე. გარდა იმისა, რაც ადვოკატებმა უკვე თქვეს მათი აცილების მოთხოვნის არგუმენტირებისას, თვალში საცემია შემდეგი:
მათი ინტელექტუალური პროფილი განისაზღვრება ორი შტრიხით: ერთი ესაა “ძველბიჭურ”-პროვინციული სტილი მესამეხარისხოვან სიტყვებზე გამოკიდება-ჩაჭიდებისა, მეორე – სსს კოდექსის მუხლების დაზუთხვა სამართლის მორალურ-ფილოსოფიური არსის სრულიად გაუცნობიერებლად.
მათი კარიერის მწვერვალი უნდა იყოს უბნის სადარბაზოებში დავების წარმართვა და არა პრეზიდენტის ბრალდება,“- წერს დავით დარჩიაშვილი.
კომენტარები