• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მათ ვეკითხები, ვისაც ხელისუფლების არც გადაწყვეტილებებზე მიუწვდებათ ხელი და არც ძმაკაცები ჰყავთ ზევით – რას დავუჯეროთ? – ღარიბაშვილის ტრაბახს?” – ინგა გრიგოლია

ალია ავტორი - ალია
12:15 01-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“ვეჭვობ, რომ მთავრობის ეს დაუსრულებელი დაპირებები და განცხადებები კარგი ქართული, ჯიგრული გინების ხასიათზე აყენებს, ხოლმე ხშირად არცთუ ცოტა მსმენელს,” – ამის შესახებ ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქციის” დღევანდელ მონოლოგში განაცხადა.

ამასთან, დღევანდელი გადაცემის საშუალებით გრიგოლიამ იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც ხელისუფლების  გადაწყვეტილებებზე ხელი არ მიუწვდებათ და მათ ჰკითხა: დავიჯეროთ ის თუ არა, რომ ხელისუფლება 2022 წელს ეკონომიკურ ზრდას გვპირდება. 

“როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გასულ 2021 წელს. ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ქვეყანა წინ მიდის, რომ სამუშაო ადგილები იქმნება და ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ამის წარმოჩენას ხშირად მედია ცდილობს. მიდიხართ წინ? იზრდება თქვენი ოჯახების შემოსავალი?

ამ კითხვით მთავრობას და მათთან გადახლართულ ბიზნესმენებს არ მივმართავ. მათ ვეკითხები, ვისაც ხელისუფლების არც გადაწყვეტილებებზე მიუწვდებათ ხელი და არც ძმაკაცები ჰყავთ ზევით. ხელისუფლება 2022 წელს ეკონომიკურ ზრდას გვპირდება დავიჯეროთ? რას დავუჯეროთ.

მაგალითად ღარიბაშვილის ტრაბახს, რომ დღეს გვქონდა ძალიან მაღალი ძლიერი წელი. იგივე დაპირებები მრავალი წელია რაც გვესმის. ისე გვპირდებიან, აი ახლა დაიწყება ქვეყნის აღმასვლაო გეგონება თვითონ არ იყვნენ მთელი ამ დროის მანძილზე ხელისუფლებაში. რას დავუჯეროთ მეგობრებო. ვეჭვობ, რომ მთავრობის ეს დაუსრულებელი დაპირებები და განცხადებები კარგი ქართული, ჯიგრული გინების ხასიათზე აყენებს, ხოლმე ხშირად არცთუ ცოტა მსმენელს.

ამ წამოძახილებში გადის დღეები და წლები. ჩვენ ვართ ასე ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო . ცვლილებებს მხოლოდ პაპუაშვილები და კუჭავები გრძნობენ, როცა ერთი იცვლება მეორეთი. ან თუ გრძნობენ გამდიდრებული ჩინოვნიკები. ადრე რომ არც დაესიზმრებოდათ. ღარიბი ადამიანების უმეტესობაში არის საშინელი ნიჰილიზმი საშინელი უიმედობა. ყველას და ყველაფრის მიმართ“, – განაცხადა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved