• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, პარასკევი, 10 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მათ უნდათ, რომ ქვეყანა მხოლოდ ნაცებისგან და ქოცებისგან შედგებოდეს. ხოლო ისინი, ვინც ორივეს დამარცხებას ცდილობენ, ამოწყდნენ” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
23:12 08-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,468

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

,,მათ უნდათ, რომ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებლად გამოვაცხადოთ და ხმა არ ამოვიღოთ მის მიერ დამყარებულ დიქტატურაზე, ძალადობრივ დანაშაულებებზე, რეპრესიულ სისტემაზე.

მათ უნდათ, რომ იუსტიციის სახლის მშენებლობის, “გაის” გაუქმების, ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტის გამო “მცირე გადაცდომად” გამოვაცხადოთ ქუჩებში ადამიანების დახვრეტა და სახელმწიფოს სახელით ჩვენი თანამოქალაქეების წამება, ციხეების გამოვსება და იქ ადამიანების ხოცვა.

მათ უნდათ, რომ არ გავიხსენოთ ენმ-ს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი დოგმატი “ფულს სუნი არ აქვს”… ამ ლოზუნგით უამრავი სტრატეგიული რესურსი მტრებს რომ ჩააბარეს.

მათ უნდათ, რომ ხმა არ ამოვიღოთ ოპოზიციის ერთი ნაწილის მოუმზადებელ, არასერიოზულ, უპასუხისმგებლო გეგმაზე, რომელმაც შეიძლება უამრავი ჩვენი თანამოქალაქე თავით შეახეთქოს ყრუ კედელს და ივანიშვილს ავტორიტარიზმის გამყარებაში დაეხმაროს.

მათ უნდათ, რომ ქვეყანა მხოლოდ ნაცებისგან და ქოცებისგან შედგებოდეს. ხოლო ისინი, ვინც ორივეს დამარცხებას ცდილობენ, ამოწყდნენ.

მათ სურთ, რომ სოციალური სამართლიანობის, მწვანე ეკონომიკის, ჩვენი კლასის ჩაგვრისგან გათავისუფლების, განდევნილთა სახელმწიფოში დაბრუნების საკითხები ასი წლით გადაიდოს.

მათ სურთ, რომ მათნაირები გავხდეთ, წელსქვევით ვუბრახუნოთ ოპონენტებს, უკადრებელი ვიკადროთ, მათივე ბინძური მეთოდებით შევებრძოლოთ…

და ა.შ.

ჩვენ ვამბობთ: ასე არ გამოვა!
ჩვენ ვამბობთ: ქოცებისა და ნაცების მიღმა, არსებობენ სოცები! (ალუზია პროფესორ მუსხელიშვილის ლოზუნგისა)

ფაქტია, ჩვენი ეს ხმა კარგად ისმის რადიკალი ქოცების ფლანგზეც და რადიკალი ნაცების ფლანგზეც! შესაბამისად, ყოველდღიურად ძლიერდება თავდასხმები ამ წარსულის გადმონაშთების, სწორხაზოვანი აზროვნების მქონე ქვეშევრდომების მხრიდან. არის სასაცილო მუქარებიც.

ეს ხელს ვერ აგვაღებინებს განზრახვისგან! ჩვენ შევეცდებით, ივანიშვილსა და მის მიერ პირდაპირ თუ ირიბად კონტროლირებულ ძალებს, სისტემას შევუტიოთ მარცხენა ფლანგიდან!

***

აქვე, გთხოვთ, რომ ვახუშტის წინააღმდეგ დაწყებული ამაზრზენი კამპანიისთვის თვალის მიდევნებისას ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ გარემოებებზე:

როგორც მითხრეს, ვახუშტის ოჯახის წევრების კომპანია ღიაა ნებისმიერი საქმიანი და საკითხის გარკვევაზე ორიენტირებული დისკუსიიისთვის. მზად არიან უპასუხონ კითხვებს იმის შესახებ, თუ:

რამდენი ათწლეული არიან ჩართულნი ამ საქმეში; რატომ იგებენ პროვინციულ, მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბით მნიშვნელოვან ტენდერებს; რომელია მათ მიერ მოგებული სხვა, მსხვილი ტენდერები; რომელი ტენდერები აქვთ წაგებული; რა გამავლობის ბეტონმზიდი მანქანები ჰყავთ და ა.შ.

ამ პასუხებში რაიმე საეჭვო იქნება?! უკანონო იქნება?! ეჭვი მეპარება, ბოდვები დადასტურდეს… მაგრამ, ვთქვათ, რაიმე გამოვლინდა, არავინ აპირებს თეთრზე შავის თქმას.

რა თქმა უნდა, ოჯახი ოჯახია. უბრალოდ, ზრდასრული ადამიანები თავიანთი ოჯახის წევრების ქმედებებზე პასუხს აგებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად, როგორც მერაბ მეტრეველმა ბრძანა: “თუ ვახუშტი მამისა და ძმის ბიზნესის გამო ხელისუფლებასთან რაიმე კომპრომისზე წავიდა”, თუ საოჯახო ბიზნესს მოძრაობა დააფინანსებინა და ა.შ. ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი ერთად მოქმედებენ… ამის ნიშნები ჩვენ არავის არ შეგვიმჩნევია. ვახტანგს დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ახლოს არა… რაც ვაკვირდები, ძალიან თანმიმდევრულია თავის პოზიციებში. ზოგიერთივით ხვეწნა-მუდარებს არ აჰყოლია და არავისთვის სიტყვაც არ შეუწევია ოზურგეთის მუნიციპალური არჩევნების დროს რომელიღაც ოლქში.

მართალია, ვახტანგი შესანიშნავი ორგანიზატორია, სათავეში უდგას ჩვენი მოძრაობის ადმინისტრაციულ (არა მხოლოდ) საქმიანობას და ა.შ. მაგრამ ყველამ გაიგეთ, “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისგან” არ შედგება მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ტელევიზორში გამოსულან.

საქართველოს ისტორიაში “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” არის აუდიტორია 115-ის შემდეგ ყველაზე დემოკრატიული სტრუქტურა, რომელიც ცალკეულ პირებზე არ არის მიჯაჭვული.

ასე რომ, პერსონალური თავდასხმებით ვერც პატიოსან ხალხს და ვერც თავად სტრუქტურას ვერაფერს დააკლებთ !

ეს პოლიტიკური პალეოლითი (ქოცები, გაქოცებული ნაცები, ნაცები და ულტრანაცები) უნდა დასრულდეს.“

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

‘ეს უკვე სიმპტომია მძიმე პოლიტიკური დაავადების” – ლევან ფერაძე
ახალი ამბები

‘ეს უკვე სიმპტომია მძიმე პოლიტიკური დაავადების” – ლევან ფერაძე

06:33 10-10-2025
“სტალინის პარანოიდალური ახირების გამო დაიჭირეს თერაპევტი, 70 წლის (!) აკადემიკოსი ვინოგრადოვი” – რევაზ ბოჭორიშვილი
ახალი ამბები

“სტალინის პარანოიდალური ახირების გამო დაიჭირეს თერაპევტი, 70 წლის (!) აკადემიკოსი ვინოგრადოვი” – რევაზ ბოჭორიშვილი

06:27 10-10-2025
“როდის დასრულდება შანტაჟი ჩემი შვილით?” – ლელა ჯეჯელავა
ახალი ამბები

“როდის დასრულდება შანტაჟი ჩემი შვილით?” – ლელა ჯეჯელავა

06:02 10-10-2025
“ეს კატასტროფა ხდება ქორთიარდ მერიოტში!” – ჩერგოლეიშვილი
ახალი ამბები

“გადატრიალების არანაირი გეგმა არ არსებობდა – ხალხს ატყუებდნენ” – ჩერგოლეიშვილი

05:45 10-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved