ანი დვალიშვილი, „ალია“, #34
2012 წლიდან მოყოლებულოი, თუ დააკვირდებით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა პიკი არჩევნებში, შემდეგ კი უკან-უკაან მიდის და ნაციონალური მოძრაობა ნაბიჯ-ნაბიჯ პოზიციებს იმყარებს. ჰო, სწორედ ნაციონალური მოძრაობა და არა მთელი ოპოზიციური სპექტრი, რადგან ახლადშექმნილი პაარტიების უმრავლესობა სწორედ ნაცმოს სატელიტები არიან, მისი ფრთისა და ფინანსების ქვეშ. „ოცნება“ კი ამ სატელიტებისგან გათავისუფლდა და ასევე ნელ-ნელა ყველა მოიშორა, ანუ როგორც ივანიშვილმა თქვა, შუა გაკაფა და ახლა ეს შუა პატარ-პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა შეავსეს და იერიშზე გადმოვიდნენ. ოგბუნუჯუ დედაქალაქის მერობის არჩევნებში რომ მოგიგებს, თავმოყვარე პარტიამ რეგისტრაცია კი უნდა გააუქმოს, მაგრამ აბა, სად არის ან თავმოყვარეობა ან სინდისი. მათ სისხლის სუნი იგრძნეს და ეს სუნი „ოცნებას“ უდის. უდიდესი ალბათობით, გუნდი ახლა გაძვრება, მაგრამ შემდეგი არჩევნების მოგება ძალიან, ძალიან გაუჭირდება, ამ გადმოსახედიდან ეს წარმოუდგენელიც ჩანს.
რაც შეეხება 2 ოქტომბრის არჩევნებს. თუ ირაკლი ღარიბაშვილმა 1-ლ ოქტომბერს ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის თავი მიართვა, იგივე ვერ გააკეთა კახა კალაძემ და ნიკა მელია პირველივე ტურში ვერ დაამარცხა. ეგ კი არა და, მეორე მელიამ, პირველი ტური (წინასწარი მონაცემებით) მოიგო კიდეც ზუგდიდში. ისეთი პირი უჩანს, სადაც მეორე ტური იქნება, ოპოზიცია სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს. უფრო ზუსტად, მთელი ოპოზიცია მინუს „პატრიოტთა ალიანსი“ და გიორგი გახარიას პარტია. ამიტომაც იყო, არჩევნების მეორე დღეს, ნაციონალები გახარიასა და პატრიოტთა ალიანსის ხმებს რომ ითვლიდნენ, ანუ აინტერესებდათ, რამდენი ხმა აიღო კონკრეტულად ამ ორმა ძალამ და ეყოფოდა თუ არა ეს ხმები მეორე ტურში „ოცნების“ კანდიდატს. თავის მხრივ, იგივეს აკეთებდა „ოცნება“ და პარალელურად, მაქსიმალურად ცდილობდა, საოლქო კომისიებს თავისი სეფე სიტყვა ეთქვათ.
რა იქნება ხვალ?! კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ მმართველ ძალას ადარდებს. ივანიშვილმა ადრეც უთხრა გუნდს, რომ სააკაშვილის დარი ქარიზმატული ლიდერი სჭირდებოდა და გახარიას სახით თითქოს მიაგნო კიდეც, მაგრამ მან არ გაამართლა. სწორედ ქარიზმატულობის გამო დააბრუნეს ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ მოქმედ პრემიერს ის ქარიზმა არ აქვს, ფართო მასებზე რომ იმოქმედებს და მთავარი – პარტიის ძველ აქტივს გულზე არ ეხატება გამოკვეთილი სამეული – კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე. ამის შესახებ ძველები მუდმივად საუბრობენ, თუმცა მათ ისე მყარად გაიდგეს პარტიაში ფესვები, რომ ვეღარაფერს უხერხებენ. კობახიძის გაჩოჩება თუ ჩაჩოჩება არაერთხელ იყო გადაწყვეტილი, მაგრამ საკანონმდებლო მიმართულებით, მისი დარი მცოდნე გუნდს უბრალოდ არ ჰყავს და ამიტომ, იძლებულნი არიან აიტანონ თავმჯდომარედ პირი, რომელიც… არავის მოსწონს.
ახლა „ოცნების“ მთავარი მიზანი არჩევნების „გაპრავება“, მეორე ტურში გამარჯვება (რაც არ უნდა გაჭირდეს) და შემდეგ რადიკაალური ცვლილებებია. ამ შემადგენლობით მომდევნო არჩევნებამდე მისვლა ჰარაკირს ნიშნავს და შესაძლოა, ამის სურვილი „ოცნებაში“ ვინმეს აქვს (არ გაიკვირვოთ), მაგრამ ჰარაკირის უფლებას ბიძინა არ მისცემს. გადაჭრით შეგვიძლია გითხრათ, რომ დაიწყება შიდაპაარტიული კვლევა ფულთან დაკავშირებით. რეალურად, გუნდმა წაიღო უზარმაზარი თანხა და ამ თანხამ არ იმუშავა მარტივი მიზეზის გამო – ის უბრალოდ არ დარიგდა. არჩევნების დღეს კოორდინატორები და აგიტატორები ბენზინის ფულს იხვეწებოდნენ და უბნებზე საკვებით მომარაგებაც ვერ იყო ისეთი, როგორსაც „ოცნების“ წევრები იყვნენ მიჩვეული.
„ეს იმის ბრალია, რომ გასულ არჩევნებზე დაკარგული თანხები არავის მოჰკითხეს, რადგან გამარჯვებულები არ გაასამართლეს, მაგრამ ახლა სხვას სიტუაციაა. თითოეულ თეთრს დაუთვლიან ყვველას და აქტივის ქვედა რგოლს, მათ, ვისაც ისედაც მცირედი უნდა შეხვედროდა და არ შეხვდა, ყურადღებით მოუსმენენ. არის უბნები, სადაც ასი ათასია ჰაერში წასული და ახლა ამ თანხებს აუცილებლად მოითხოვენ და ცხვირიდან ამოადენენ, დააბრუნებინებენ ყველას“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.
თუ გახსოვთ, ადრე ვწერდით, რომ ოპოზიცია ფულს ზოგავდა და განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან ცოტა პლაკატს ბეჭდავდა. მათ სწორად გადაანაწილეს თანხები და ბოლო დღისთვის… სრულად დახარჯეს. ის, რასაც ნაცმოს ვერ წაართმევ, არჩევნების ცოდნაა და ამ ცოდნის ხარჯზე, პარტია, რომელიც გაქრობისთვის იყო განწირული, ისევ პირველობისთვის იბრძვის და თან როგორ – რამდენიმე ოლქში გამოუვიდა კიდეც. ცალკე საკითხია ის, რომ ამომრჩეველს მოკლე მეხსიერება აქვს, თუმცა თამამად შეიძლება თქმა – თუ ოდესმე ნაციონალები ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, კომუნისტების 70-წლიანი ბატონობა მონაგონი იქნება, კარგა ხანს აღარ დათმობენ არაფერს. არ დაიწყოთ ახლა კოალიციური მთავრობაო, თუ ვინმეს გიგა ბოკერია და სხვა დანარჩენები ნაციონალებიდან წასული ჰგონია, ძალიან შემეცდარა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები. ამ გადმოსახედიდან იმის თქმა შეიძლება, რომ ისინი სერიოზულ დარღვევებზე განცხადებებს არ გააკეთებენ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთს საფუძველიც აღარ აქვს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვოს, რადგან 43%-იანი ბარიერი „ოცნებამ“ დაძლია. ახლა ოპოზიცია ევროპა-ამერიკას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოსთხოვს და მიშას აშკარად აქვს იმის ნიჭი, საქმე სათავისოდ დაატრიალოს და ყველა, ვიმეორებთ – ყველა მუნიციპალიტეტში იმაზე მეტი ადამიანი გამოიყვანოს, ვიდრე მთელ ოპოზიციას გამოჰყავდა დედაქალაქში.
სხვა აბა, რა გითხრათ? ოგბუნუჯუ ჯერჯერობით ერთადერთია, რომელსაც ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ თუ ნაციონაალებს მისი ხმების ოდენობა მოეწონებათ, გვერწმუნეთ, მასაც სატელიტად გაიხდიან. მანამდე კი მეორე ტურია, ანუ ბრძოლა, რომელშიც ოპოზიცია აუცილეებლად მიიღებს მონაწილეობას და მთავარი საჯილდაო დედაქალაქი იქნება. ყველა ხვდება, რომ თუ ხელისუფლებას თბილისს წაართმევენ და კალაძეს დაამარცხებენ, ეს დასასრულს დააჩქარებს. ზოგადად კი, „ოცნების“ დასასრული კაარგა ხანია დაწყებულია და თუ სასწაული არ მოხდა, ოფიციალურადაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გაფორმდება.

კომენტარები