• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მათ მერე ტრიბუნალი მიხედავს, ახლა კი ომია, მტერი არავის დაინდობს” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
14:48 12-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

პროფესორი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

“წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი:

ქვეყანა ემზადება გარდაუვალი ომისათვის. მტერი არის უცნობი და ძალიან საშიში. იარაღი და ცოცხალი ძალა შეზღუდული რაოდენობით. სამხედრო კომუნიკაციები მწირი. გამოცდილი ოფიცრები და გენერლები კანტიკუნტად. სამაგიეროდ, გაქვს მოულოდნელი უპირატესობა. მტრის ბანაკის შტაბებში, ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილებში გყავს მზვერავები, რომლებიც უანგაროდ გაწვდიან საჭირო ინფორმაციას მეტოქის სუსტი ადგილების შესახებ და პრაქტიკულად მზა სცენარს გიხატავენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბრძოლის ველზე და რომელი იარაღი უფრო ეფექტური იქნება.

ამ დროს, ერთერთ საშტაბო გენერალს გააღიზიანებს ერთერთი მზვერავის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის ტონი და უხეშად უპასუხებს, პარალელურად პატაკს გააგზავნის არმიის პოლიტხელებთან.

პოლიტხელები ინფორმაციას სასწრაფოდ გადაამისამართებენ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შეფებთან, რომლებიც დაუყოვნებლივ იწყებენ ოპერაციას მზვერავის რეპუტაციის გასანადგურებლად. ნელნელა საინფორმაციო კინკლაობაში ჩაერთვება მთელი არმია, თავისი ოფიცრებიან-ჯარისკაციანებად. ზოგი მზვერავს დაუჭერს მხარს, უფრო მეტი კი მშობლიურ გენერალს. ამ მოვლენების შემყურე მზვერავთა ქსელი იწყებს მიწოდებული ინფორმაციის გაფილტვრას და ზოგჯერ უბრალოდ სრულ უგულებელყოფას.

ასეთ ბაქკანალიაში ჩაივლის ომისათვის მოსამზადებელი რამდენიმე თვე. მერე იწყება ომი …

დანარჩენი ქე იცით …

P.S. ომია! ომს თავისი კანონები აქვს. მტერი ერთია.

პოლიტხელებს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უტვინო ხელმძღვანელებს და ა.შ. ტრიბუნალი მიხედავს და უნდა მიხედოს. ახლა კი ომია; მტერი მტერია; არავის დაინდობს. ჯარმა უნდა იბრძოლოს მხარდამხარ!”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved