• რეკლამა
  • კონტაქტი
06:33, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე” – სააკაშვილი ვრცელ ინტერვიუს აანონსებს

ალია ავტორი - ალია
14:45 06-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
656

მიხეილ სააკაშვილი ციხისან წერილს აქვეყნებს:

,,დღეს ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” პირველად გავა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ბევრ ახალს გაიგებთ და ასევე დეტალურად ვყვები ჩვენი ბრძოლის ჩემს ხედვას. ენის მოუჩლექავად აღვწერ დიდ საფრთხეებს, ასევე აქაურ პოლიტიკაზეც ვსაუბრობ.

საქართველოში პოლიტიკური პროცესის მთავარი პრობლემაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, ნაწილობრივ დაემსგავსა ქოცებს, ვინაიდან, როგორც ქოცებს, მათაც აკლიათ გულწრფელობა, გამჭვირვალობა და იყენებენ ორმაგ სტანდარტებს. ამით აიხსნება ერთი პერიოდი, სრულიად მიუღებელი აღტკინება სალომე ზურაბიშვილით, რომელიც თავიდანვე პრეზიდენტად დაასახელეს იმ აქტიური კამპანიის გამო, რომელიც მან ევროპაში ჩაატარა, საქართველოს ომში დადანაშაულებით და რომლის პრეზიდენტად თავსმოხვევა მოხდა ძალადობით (რასაც შეეწირა ია კერზაია), მოსყიდვით, გაყალბებით.

ასევე, დღეს ოპოზიციის ერთი ნაწილი რომ აცხადებს, რომ ერთიანობის ჩამშლელია ნაცმოძრაობა და ჩემი გამონათქვამები, ე.ი. მათ ერთიანობას ივანიშვილის ქისებთან, გილაურებთან და ზოგადად საბანკო ოლიგარქებთან, ყველა შეკვეთის შემსრულებელ ბოკერიებთან, თურმე მე ვუშლი ხელს და ამიტომ ვერ უტევენ უფრო მკვეთრად დიქტატურას (სხვათა შორის სიტყვა “დიქტატორის” გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ამიტომ მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე.

მაგრამ მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ ბევრი მისმენს. მოკლედ უყურეთ ინგა გრიგოლიას!”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved