„ბოროტმა დემონმა ასეთი „დედის დღე“ გაუთენა!!! მათ მისალოცი არაფერი აქვთ დღეს!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი სოპრანო თამარ ივერი წერს.
„დილიდან დედის დღეს გვილოცავს ყველა, თუმცა ამინდი და ჩემი განწყობა იმ დედების სოლიდარულია, ვინც უდანაშაულოდ სიცოცხლეს გამოეთიშა, ან ახლა უკრაინის ბუნკერებში და მეტროებში ზის, ვინც იქ ახლა ემზადება დედობისთვის, ან იქვე ახლახან გახდა დედა და მათ ბოროტმა დემონმა ასეთი „დედის დღე“ გაუთენა!!!
კომენტარები