• რეკლამა
  • კონტაქტი
16:11, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მატარებელში მგზავრებისთვის ქცევის ახალი წესები დადგინდა

ალია ავტორი - ალია
10:07 06-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა.

„მატარებლის ყველა შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი;ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა;მომსახურე პერსონალი უზრუნველყავით ნიღბებით;მომსახურე პერსონალი გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ სავალდებულოა მინიმალური კონტაქტი მგზავრებთან;გამცილებელმა/კონტროლიორმა მგზავრისთვის ბილეთის შემოწმება განახორციელოს იმგვარად, რომ არ მოხდეს მისთვის ან სხვა პირისთვის (გარდა მგზავრისა) ბილეთის გადაცემა“,- აღნიშნულია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დოკუმენტში.

დოკუმენტით განსაზღვრულია მატარებლის სალონისადმი მოთხოვნებიც, კერძოდ: “მატარებლის სალონში უზრუნველყავით ჰაერის ფილტრაციის ინტენსიური რეჟიმი:ჯრს ტიპის (Stadler) ელექტრომატარებლებზე კონდიცირების/ჰაერის ფილტრაციის სისტემის გამართული მუშაობა კლიმატ-კონტროლისა და ავტომატური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, ხოლო საჭიროების შესაბამისად, სუფთა ჰაერის მიღება გარედან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;ვმკ, ჯრტ სერიის ელექტრომატარებლბზე და სამგზავრო ვაგონებზე – ბუნებრივი ვენტილაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში – კონდიცირების/ჰაერის ფილტრაციის სისტემის გამართული მუშაობა ავტომატურ რეჟიმში, სუფთა ჰაერის გარედან მიღების გზით, საჭიროების მიხედვით; განახორციელეთ მატარებლების ჰაერის ფილტრების ინტესიური წმენდა; უზრუნველყავით მოაჯირების, კარების სახელურების, სავარძლების სახელურების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავება პერიოდულად, ყოველი მარშუტის დასრულების შემდგომ; უზრუნველყავით სანიტარიული წერტილების დასუფთავება/დეზინფექცია ყოველ 3 საათიანი ინტერვალით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე უწყება რეკომენდაციას გასცემს, რომ ყოველი მარშრუტის შემდეგ მოხდეს შემადგენლობის სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია.

დასუფთავება/დეზინფიცირება უნდა მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად.

8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved