• რეკლამა
  • კონტაქტი
22:17, კვირა, 20 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მასწავლა, რომ ცხოვრება არ არის წყევლა, ის არის საჩუქრად მიღებული შანსი, ნიკო იყო ჩემი გმირი! “ – ნიკო კვარაცხელიას დის ემოციური წერილი

ალია ავტორი - ალია
12:43 10-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დის, კატო კვარაცხელიას ემოციურ წერილს აქვეყნებს.

“ნიკო იყო ჩემი გმირი!
მეგობრებმა საქართველოზე მოყოლა მთხოვეს, იმ ქვეყნის შესახებ, საიდანაც ვარ. უნდოდათ მეტი სცოდნოდათ ისტორიაზე, ენასა და ხალხზე.მე სულ სიამოვნებით ვლაპარაკობდი მდიდარსა და განსაკუთრებულ ქართულ კულტურაზე, გამორჩეულ სამზარეულოზე, საოცარ მთიან პეიზაჟებსა და ჩვენს უცნაურ, მაგრამ საოცარ ენაზე. ჩემთვის ხომ საქართველო სულ ხალისითა და ნოსტალგიით სავსე, მომნუსხველი ქვეყანა იყო, დღეს კი ის სისხლით მორწყული მიწის ნაგლეჯი გახდა ჩემთვის , სადაც ჩემი ძმა შეუბრალებლად მოკლეს.

რატომ იყენებენ ჩვენს უცნაურსა და საოცარ ენას, ტყუილების გასავრცელებლად? რატომ ცდილობენ დამნაშავეების უდანაშაულოდ წარმოჩენას? რატომ აი რატომ?? არ მინდა, ჩვენი მშვენიერი, მთიანი პეიზაჟები უდანაშაულო ხალხის სისხლმა დაფაროს, არც ის მინდა, ჩვენს მდიდარსა და განსაკუთრებულ კულტურას ჩირქი მოსცხოს ზოგიერთი ახალგაზრდა ბიჭის სასტიკმა, წინდაუხედავმა საქციელმა.

ძალიან მიჭირდა იმის გააზრება რომ ნიკო აღარ მყავდა! სამოქალაქო პირები, სოც ქსელები, ტელევიზიები უკვე 40 დღეა გაუჩერებლად წერდნენ ნიკოზე სადაც ჩემს ძმას დიდებულ ადამიანად მოიხსენებდნენ, მაგრამ მე მინდა იცოდეთ, ვინ იყო ნიკო იგი უფრო მეტს წარმოადგენდა, ვიდრე ჭკვიან, ახალგაზრდა ბიზნესმენს, ის იყო ჩემი გმირი.

მნიშვნელობა არ ჰქონდა, დიდი პრობლემები მქონდა, თუ პატარა, აუცილებლად მეტყოდა: „ნუ ღელავ, გამოსავალს მოვძებნით“, და ყველა ძალას იხმარდა, რომ მაშინვე გადაეჭრა. მას ჰქონდა უნარი, ნებისმიერი მღელვარება გაექარწყლებინა. უდავოა, ჩემი ძმა ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია იყო, უდიდეს პატივს ვცემდი ის უშრეტ ენერგიას ასხივებდა, მასთან დროის გატარება კი ერთი სიამოვნება იყო. იყო დრო, როცა ცხოვრებისეული მიზანი დავკარგე, მოტივაცია გამიქრა და ცუდი ფიქრების ზღვაში ვიძირებოდი; ეს იყო იმ არასტაბილურობის ნაყოფი, რომელიც ჩემს ოჯახს დააწვა მხრებზე. მართალია, მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ უზრუნველად ვიცხოვროდ, მაგრამ გაუთავებლად ვიცვლით ქვეყნებს, ამ დროისთვის ოთხი სკოლა, და სახლი შევიცვალე, სათვალავი ამერია. როდესაც ნიკომ ჩემი გასაჭირის შესახებ შეიტყო, ოთახში შემოვიდა და დიდხანს ვისაუბრეთ. ზუსტი დეტალები არ მაქვს, ეს ყველაფერი ხომ სამი წლის წინ მოხდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ბოლოს სირცხვილი და უხერხულობა ვიგრძენი. ნიკო დამეხმარა იმის აღმოჩენაში, რომ ცხოვრება უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ცუდი ფიქრები, სკოლა, ნიშნები და უცხო ხალხის აზრები, ვუსმენდი მის ლაპარაკს და მცხვენოდა, რომ მზად ვიყავი, ასე მარტივად დავნებებოდი. ნიკომ მასწავლა, რომ ცხოვრება არ არის წყევლა, ის არის საჩუქრად მიღებული შანსი, რომლითაც რაღაც დიდებულს შევქმნი. ნიკოს ყოველ სტუმრობაზე ასე მეგონა, სახლში ბედნიერების დიდებულმა ტორნადომ ჩამოიქროლა, ის გაუთავებლად გვიზიარებდა თავის იდეებსა და ახალ ინტერესებს. ხშირად დავცინოდი, იმიტომ რომ ყოველ მოსვლაზე, ახალი აკვიატება ჰქონდა, პატარაობიდან ასეთი იყო: რაღაცას მიაგნებდა

— აპლიკაციას, წიგნს, ბრენდს, ნახატს, ნებისმიერ რამეს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) — დიდხანს იკვლევდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა, სანამ შენც თავისებურად არ დაგაინტერესებდა. მოყოლის მართლაც გასაოცარი ნიჭი ჰქონდა, თითქოს ჰიპნოზს გიკეთებდა: ეს გახლდათ მისი ერთ-ერთი დიდებული თვისება, რომლისაც ყოველთვის მშურდა. ლარაპაკი ბევრს შეუძლია, არც ინტერესების გაზიარება ეშლებათ, მაგრამ ნიკოს შეეძლო მსმენელისთვის თავის გონებამდე მისასვლელი ბილიკი გაეკვალა და ნება დაერთო, ყველაფერი თავისი თვალით დაენახათ; იმ ადამიანის თვალით, რომელიც შეყვარებული იყო სიცოცხლესა და სწავლაზე. ჰოდა, მართლა მაინტერესებს, რამ აიძულა ვიღაც, მთელი სისასტიკით დაეხალა ჩემი ძმისთვის ათი ტყვია ნიკოს ოპტიმიზმი ხომ არ იყო? ან ოჯახის სიყვარული? თავდადებული შრომა? უბრალოდ, მაინტერესებს, რა იყო ასეთი უპატიებელი, რომ ვიღაცამ ჩემი 22 წლის ძმის სიცოცხლე მოსაცილებელ წინაღობად დაინახა მხოლოდ უფრო მეტიც, ეყო უნამუსობა, გაიქცა, დაიმალა და იზეიმა. ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას შევჯახებივარ, თუმცა ეს შემთხვევა ენით აღუწერელია. და, როცა ჩემი 10 წლის ძმა მეკითხება, ეს რატომ მოხდაო? დაღლილი თვალებიდან ცრემლები რომ სდის, რა ვუპასუხო? როგორ უნდა აუხსნა ასეთი რაღაც ბავშვს, რომელიც ბედნიერი ელოდა შინ დაბრუნებასა და ძმასთან შეხვედრა, ვისთან ერთადაც ატარებდა თითქმის მთელ თავისუფალ დროს. რა ვუთხრა, რომ გონება გაუნათდეს? როგორ ავუხსნა, რომ ვიღაცამ რამდენიმე თვე ჩემი ძმის სიცოცხლესთან გამოსალმების მომზადებასა და დაგეგმვაში გაატარა, თანაც ჩვენი სახლის წინ, ქუჩაზე, სადაც ღამით მარტო ვსეირნობდი, ქუჩაზე, სადაც ჩემი უმცროსი დედ-მამიშვილები მრავალჯერ გასულან ნიკოსთან სტუმრად, ქუჩაზე, რომელსაც სკოლისაკენ მიმავალები დედაჩემის მანქანით გავდიოდით. დღეს ეს ქუჩა ჩემი ძმის მკვლელების აუხსნელად სასტიკი ცოდვებით არის დასვრილი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კითხვებს პასუხი შეიძლება არასდროს გაეცეს, ერთადერთი ეს ფიქრი მამშვიდებს, რომ ჩემი ძმა ახლა უკეთეს ადგილას არის; შორს, ამ სიბინძურისგან ჰოდა, მაღლა იფრინე, ნიკო იმედი მაქვს, მალე შევხვდებით. როგორც აღმოჩნდა, უშენოდ სიცოცხლე არაფერია, მხოლოდ ტანჯვა და აგონია”, – წერს ნიკო კვარაცხელიას და.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved