• რეკლამა
  • კონტაქტი
05:39, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
19:15 02-27-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
258

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ფინანსური განათლების ხელშეწყობაა.

პარტნიორობის პირველ ეტაპზე, ლიბერთი Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტში* ჩაერთვება, რომელიც სპეციალურად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერების მიზნითშეიქმნა. ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს გადაჭრას მიკრო, მცირე დასაშუალო საწარმოების (MSME) და კერძო პირების წინაშე მდგარი უნიკალური გამოწვევები ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში, სადაცმრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები იკვეთება ბიზნეს შესაძლებლობებთან.

ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ნოემბრამდე, იგეგმება კიდევ არა ერთი ფინანსური მოდულის შეთავაზება როგორც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა(MSME) და სპეციალურად ქალებისთვის. ადგილობრივ ბიბლიოთეკებში შეიქმნება ფინანსური განათლების კუთხე და ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონისითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

„ფინანსური განათლების პროექტმა სამცხე-ჯავახეთში აიღო სტარტი და ახალციხეში 100-მდე მოსწავლეს, სტუდენტსა და მიკრო, მცირე დასაშუალო მეწარმეს უმასპინძლა. ათი საგანმანათლებლო მოდულის ფარგლებში, ჩვენ ვესაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა საბანკო პროდუქტები, დაზოგვა, ინოვაციები, მარკეტინგი და სტარტაპები. გვიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანპ როექტში ჩვენთან ერთადაა ლიბერთიდა გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, უფრო ნათელი გახდება ჩვენი ქვეყნისმომავალი. განათლება ხომ უკეთესი მომავლის წინაპირობაა“-  დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში.

 

„მოხარული ვართ, Mastercard-თანთანამშრომლობით, უფრო მასშტაბური გახდება საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა.  ლიბერთის  კორპორაციული  პასუხისმგებლობის პროიორიტეტული მიმართულებაა განათლება და აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  ჩვენი მხარდაჭერით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და დამწყები  მეწარმეები, სპეციალური, ფინანსური განათლების სასწავლო მოდულით გაიღრმავებენ ცოდნას და განავითარებენ საკუთარ ბიზნესს“- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.  

Mastercard-ის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გაზარდოს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობა მთელ მსოფლიოში დახელი შეუწყოს ამ პროცესს საქართველოშიც,ლიბერთისა და სხვა პარტნიორებთან ერთად.

Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

 

ლიბერთის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved