• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და ფონიჭალაში – დაკავებულია 11 ნარკორეალიზატორი

ალია ავტორი - ალია
11:19 10-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

პოლიციამ საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, მათ შორის 3 პირი სამართალდამცველებმა გუშინ ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 10 დღეში, თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული არიან: 2001 წელს დაკავებული დ.მ., 1989 წელს დაკავებული ა.ა. და 1983 წელს დაბადებული ზ.ა., ასევე, დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. 1987 წელს დაბადებული დ. დ., 1967 წელს დაბადებული ა. ა., 1988 წელს დაბადებული რ. ჯ.,1972 წელს დაბადებული რ. ზ., 1970 წელს ა. მ.,1956 წელს დაბადებული ვ. მ.,1989 წელს დაბადებული ლ. ს.

დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების – “ჰეროინის”, “ალფა-პვპ”-ს და “ბუპრენორფინის” საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებული ზ.ა.-ს საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები: ელექტროსასწორი და კოვზი.

პოლიციამ, ბრალდებული გ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ამოიღო.

სამართალდამცველების მიერ, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის – ი.ზ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული – 1000 ლარი, მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად კი – 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved