ლუგანსკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა ლუგანსკიდან რუსეთში მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა.
“რუსეთის ფედერაცია მზადაა უზრუნველყოს თავის ტერიტორიებზე ლუგანსკის ხალხის განთავსება. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა კაცს, ვისაც ხელში იარაღის აღება შეუძლია, რომ თავიანთი მიწა დაიცვან” – ამბობს ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელი.
ოკუპირებულ ლუგანსკამდე, მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაშიც.
კომენტარები