რებრენდინგის ფარგლებში, Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა Twitter-ის ჩიტის ლოგო X-ით შეცვალა.
Twitter-ის მფლობელის თქმით, „ტვიტებიც“ შეიცვლება და პოსტებს X-ები დაერქმევა.
„X.com ახლა გადამისამართდება twitter.com-ზე“ — დაწერა მასკმა.
მანამდე მასკმა თქვა, რომ ის ემშვიდობება „ტვიტერის ბრენდს და თანდათანობით, ყველა ჩიტს“.
Twitter (TWTR), რომელიც დაარსდა 2006 წელს, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებდა ცისფერ, ფრინველის ემბლემას.
კომენტარები