• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მას მერე დაბადების დღე არ აღმინიშნავს, ყოველ 10 აპრილს იქ ვზივარ, ცარიელ, უსტუმრო სუფრაზე… – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
11:17 04-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე ბავშვობის მოგონებებს იხსენებს და ერთ-ერთი დაბადების დღის ისტორიას ჰყვება.

“1993 წლის 8 აპრილს კლასელები გავაფრთხილე. დედაჩემმა ნათესავისგან ფული ისესხა – ლიმონათები და შოკოლადები ვიყიდეთ, კარაქი და ვანილის ფხვნილი. მამაჩემი სოფელში იყო, თხილებში გაზაფხულის ბალახს თიბავდა.

ძალიან მიხაროდა. პირველი დაბადების დღე იყო, რომელსაც აღვნიშნავდი. თან კლასელები მოდიოდნენ.

9 აპრილს, საღამოს, უჩვეულოდ თბილოდა, მაგრამ ღუმელი მაინც დავანთეთ. ტორტი ცხვებოდა. ტორტის ცხობის პარალელურად კი, აი, მაშინ, როცა დედაჩემს ბეზე ამოყავდა – ,,ბეზეს ამოყვანა” – ასე არ ეძახდნენ ამ ამბავს? ზუსტად აღარ მახსოვს – ათი სახლის მოშორებით, ჩემი მეზობელი და მისი საცოლე ჩაცხრილეს – მეზობელი ხუთ დღეში გარდაიცვალა. საცოლე გადარჩა. თუმცა იმ დღეებში უფრო პირიქით ვარაუდობდნენ.

მეორე დღეს, პატარა ქალაქი, მხოლოდ სისხლით სუნთქავდა. ,,გადარჩება?” “ვინ ესროდა მაგას, ალბათ ქურდებისგან ჰქონდათ ზაკაზი” “საცოდავი დედამისი” ,,ძმაკაცები აიღებენ აბაროტს” ,,სექტემბერში ქორწილი უნდა ჰქონოდათ”.

მე კი ვიჯექი ტორტთან მარტო, რთულად გადასახდელი ვალით გაწყობილ სუფრაზე და ტირილიც კი არ მინდოდა. ან რომ მეტირა, ვინ დამამშვიდებდა? არავინ, ვერავინ.

მას მერე დაბადების დღე არ აღმინიშნავს. ყოველ 10 აპრილს, სულ იქ ვზივარ, ცარიელ, უსტუმრო სუფრაზე. აი, ახლაც, როცა უამრავი თქვენგანი მილოცავს და დაუმსახურებელ სიყვარულს მითვლის, იქ ვარ. ის არის ჩემი სამშობოლო, უცნაური და რთული, რომელიც ძალიან მიყვარს.

აგერ, გუშინაც ხომ გლოვის დღე იდგა.

დაბადების დღედ იქით იყოს და მე რა შემიძლია ამდენი სურვილის პასუხად? ბევრი ვერაფერი. მადლობა მხოლოდ და ძალის მოკრება, იმ გზაზე სავალად, ოდესღაც რომ ავირჩიე. ისე სავალად, დაღლა რომ არ დამეტყოს. არც ის ცარიელი სუფრა”,– წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად
ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

20:03 01-20-2026
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა
ახალი ამბები

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა

18:47 01-20-2026
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved