„ვფიქრობ, რომ მას აქვს ყველა უნარ-ჩვევა და კომპეტენციები, რომ ამ ძალიან რთულ გამოწვევას თავი გაართვას”,- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრად არჩილ თალაკვაძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
“ბატონი არჩილი დიდი ხანია ჯანდაცვის სისტემაში არის და მე მასთან მქონია პროფესიული ურთიერთობა მანამდე, ვიდრე ბატონი არჩილი იქნებოდა თანამდებობის პირი ან მე ვიქნებოდი თანამდებობის პირი. მას აქვს დიდი გამოცდილება, შესაფერისი ექსპერტიზა და ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტის ავტორია. აქამდე ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო ბატონ არჩილთან მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილი არ არის რამდენად რეალურად შესაძლებელია ბატონი არჩილის კანდიდატურა განიხილებოდეს ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ მას აქვს ყველა უნარ-ჩვევა და კომპეტენციები, რომ ამ ძალიან რთულ გამოწვევას თავი გაართვას”, – თქვა თამარ გაბუნიამ.
კომენტარები