ყონდიდის ეპარქიის კომპლექსის ჩიქვანების სამსართულიანი ეკლესიის პირველი სართულის კელიაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ფრესკა დააზიანეს, რომელიც თავის დროზე მეუფე პეტრეს (ცაავა) დაკვეთით შეიქმნა. ფრესკის დაზიანების მიზეზი უცნობია. ამასთან, კომენტარს არც მეუფე გრიგოლი (კაცია) აკეთებს და არც – მეუფე სტეფანე.
ინფორმაციას სააგენტო “თაიმერი” ავრცელებს და მათივე ინფორმაციით, საპატრიარქო საინფორმაციო სააგენტოს ბოიკოტს უცხადებს და მათ შეკითხვებს არ პასუხობს.
კომენტარები