მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში ავტოსაგზაო შემთვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა მეორე კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი რომელში ორი მგზავრი იჯდა გზიდან გადავარდა, რის შემდეგაც მანქანა აალდა და იქ მყოფი ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები