• რეკლამა
  • კონტაქტი
09:11, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მარტოხელა დედას ჩემ თავს ვერ ვუწოდებ, რადგან ბევრი ადამიანი მყავდა გვერდით – თიკა ჯამბურია

ალია ავტორი - ალია
10:33 01-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

მომღერალი თიკა ჯამბურია ოცი წლის იყო, როდესაც შვილი შეეძინა და ძალიან მალე, მეუღლეს ბექა ხოფერიას ოფიციალურად დაშორდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ დეპრესია შვილისთვის არასოდეს დაუნახებია. ოჯახის წევრები და ბექას დედა კი ნინას გაზრდაში ყოველთვის ეხმარებოდნენ… – ამის შესახებ mshoblebi. ge წერს. 

„20 წლის რომ გავხდი, ერთ თვეში ნინა დაიბადა. საერთოდ, ქალი შეიძლება 18 წლის ასაკში იყოს მზად დედობისთვის და ზოგი – 40 წლის ასაკშიც არა, ინდივიდუალურია. მე თითქოს მზად ვიყავი, გაცნობიერებული მქონდა, რომ მუცლით ვატარებდი ჩემს შვილს, რომელიც ძალიან მიყვარდა, ვუვლიდი და ვუფრთხილდებოდი. ძალიან მინდოდა, გოგონა გამეჩინა. ჩემს წარმოდგენაში მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ გოგო შვილი მყავდა. გამიხარდა, რომ დაემთხვა და გაჩნდა ნინა. ხომ გეუბნებით, თითქოს ვიცოდი, რომ გოგონა უნდა დაბადებულიყო”,- განაცხადა ჯამბურიამ.

კითხვაზე, რთული იყო თუ არა მარტოხელა დედობა, ჯამბურია პასუხობს:

“არ მომწონს ეგ სტატუსი – მარტოხელა დედა, ამას ჩემ თავს ვერ ვუწოდებ, ამის უფლება არ მაქვს, რადგან ბევრი ადამიანი მყავდა გვერდით. არიან ქალები, რომლებიც მართლა მარტო ზრდიან შვილებს და გვერდით არავინ ჰყავთ, მაგრამ მე – არა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ბექა ერთად აღარ ვცხოვრობდით, ბექას დედაც ძალიან გვეხმარებოდა. ბექა ახლა უფრო ასრულებს მამობრივ ფუნქციებს, რაც ნინა გაიზარდა. ახლა უფრო ხშირი ურთიერთობა აქვთ. მე სულ ვიღაც მყავდა გვერდით, დედა, ჩემი და, ხათუნა, მამა, ერთი წამი არ ვყოფილვარ მარტო.

იმ დედებს კი, რომლებიც მარტო დარჩნენ, ვეტყოდი, რომ არ უნდა მისცენ საკუთარ თავს დეპრესიის უფლება იმის გამო, რომ მარტო არიან ან გვერდით მეუღლე არ ჰყავთ. სამაგიეროდ, ჰყავთ შვილები, რომლებიც ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც სამყარომ აჩუქათ. ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ბავშვებმა მათი მოწყენილი სახე არ დაინახონ, რადგან ეს ძალიან მოქმედებს მათზე”,- განაცხადა ჯამბურიამ.

წყარო: mshoblebi. ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved