• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მარტოა გამოკეტილი ოთახში, პანიკაშია…” – გერმანიაში ქართველ მომღერალს კორონავირუსი დაუდგინდა

ალია ავტორი - ალია
21:50 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდა ქალს, რო­მე­ლიც ერთ-ერთ სა­ო­პე­რო დას­ში მღე­რის, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი ლიკა ბა­სი­ლა­ი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და ერთ-ერთ სა­ო­პე­რო დას­ში მღე­რის ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი (აქ დე­დამ არ იცის, რომ მისი შვი­ლი ასეთ დღე­შია, ამი­ტომ არ ვწერ ვინ არის) და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი, 3 დღეა წევს მარ­ტო სახ­ლში 39 სი­ცხით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო არის მი­უწ­ვდო­მე­ლი!!! ვინ­მემ უშ­ვე­ლეთ!!” – და­წე­რა ბა­სი­ლა­ი­ამ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ AMBEBI.GE და­ინ­ფი­ი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც დი­ლი­დან ცდი­ლობს მე­გობ­რის პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხმა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მი­აწ­ვდი­ნოს.

“ორი წე­ლია იქ ცხოვ­რობს და ერთ-ერთ დას­ში მღე­რის. 4 დღის წინ მათ დას­ში ერთ-ერთ მომ­ღე­რალს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. და­სის და­ნარ­ჩენ წევ­რებ­საც და­ე­წყოთ სიმპტო­მე­ბი – წე­ლის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა, 38 გრა­დუ­სი სი­ცხე. ჩემი მე­გო­ბა­რი და­სის წევ­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში მოხ­და ტეს­ტის აღე­ბა. დღეს 4 სა­ათ­ზე მო­უ­ვი­და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი.

რა­შია ახლა პრობ­ლე­მა – უთხრეს, რომ სახ­ლში უნდა იყოს და და­ე­ლო­დოს გამ­წვა­ვე­ბას. ყო­ველ­წამს ვე­სა­უბ­რე­ბი, აქვს სუნ­თქვის გაძ­ნე­ბე­ლა, ახლა სი­ცხე არ აქვს, მაგ­რამ ყელი სტკი­ვა. და­სის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი უფრო მსუ­ბუ­ქად არი­ან. ჩემი მე­გო­ბა­რი 30 წლამ­დე ადა­კის არის და საკ­მა­ოდ რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს მის შემ­თხვე­ვა­ში ვირუ­სი. თა­ვად რო­გორ უნდა და­ად­გი­ნოს გარ­თუ­ლე­ბის დონე?!

ძლა­ი­ან ძლი­ე­რი ად­მა­ი­ა­ნია, მაგ­რამ ბევ­რი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რის გამო პა­ნი­კა­შია. პირ­ვე­ლი, ის რომ სხვის­გან გა­და­ე­დო, ასე­ვე აქ მშობ­ლებ­მა, რომ გა­ი­გონ გა­გიჟ­დე­ბი­ან. მარ­ტოა გა­მო­კე­ტი­ლი ოთახ­ში… უთხრეს იბუპრო­ფე­ნი არ და­ლი­ო­ოო. არა­და სი­ცხემ რომ აუ­წი­ოს, რა და­ლი­ოს ისიც არ იცის. ალ­ბათ გერ­მა­ნი­ის ჯან­დაც­ვას ამ პი­რო­ბებ­ში სჭირ­დე­ბა ადაპ­ტა­ცია, მაგ­რამ ამ წუ­თას ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა.

ჩემი მე­ო­რე მე­გო­ბა­რი იტა­ლი­ა­შია და თავს ისიც ცუ­დად გრძნობს, იმას ტეს­ტიც კი არ გა­უ­კე­თეს. იტა­ლი­ა­ში რა­ღაც ნიშ­ნულს თუ არ მი­აღ­წევს სი­ცხე, მა­ნამ­დე ტესტსაც არ უკე­თე­ბენ” – ამ­ბობს და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მე­გო­ბა­რი, რომ­ლის სა­ხელს და გვარს მისი თხოვ­ნით არ ვა­სა­ხე­ლებთ.

ასე­ვე AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ლიკა ბა­სი­ლა­ი­ას, რო­მელ­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. მისი თქმით, “ფე­ის­ბუქ­ზე” ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან და­უ­კავ­შირ­დნენ. რო­გორც ბა­სი­ლა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ქარ­თველ გო­გო­ნას სამ­შობ­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სპეც­რე­ი­სით ჩა­მო­იყ­ვა­ნენ.

“და­მი­რე­კა ჯერ მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წემ, შემ­დეგ მი­ნის­ტრმა ზალ­კა­ლი­ან­მა და თქვა, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ ამ ადა­მი­ა­ნის და­სახ­მა­რებ­ლად. ისე მე ვურ­ჩიე, რომ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მო­სახ­სნე­ლად, ვინც იქ ავად გახ­და კო­რო­ნა­ვუ­რუ­სით, ცალ­კე თვითმფრი­ნა­ვი უნდა გა­მო­ყონ”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved