• რეკლამა
  • კონტაქტი
06:34, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მარტო არ მიმიღია გადაწყვეტილება”– ვინ ინაწილებს პასუხისმგებლობას? – გვარამიას წერილი

ალია ავტორი - ალია
19:45 04-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214
კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას;
თუ მივიღებთ მონაწილეობას, რას ვეძახით არჩევნებს;
თუ არ მივიღებთ, რატომ;
უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში;
რომ არ შევედით, რატომ არ შევედით;
და სხვა მსგავს საკითხებზე
არც ერთ შემთხვევაში მარტო არ მიმიღია გადაწყვეტილება და არც მივიღებ და ვერც მივიღებ. ეს არც შესაძლებელი იყო, არც ახლაა შესაძლებელი, არც ამის სურვილი მქონია და არც მექნება.
ისევე, როგორც არასდროს არ გადამიწყვეტია მარტო მათ შორის არც დაფინანსების საკითხი (როგორც ფულის მიღების, ასევე ფულის ხარჯვის ნაწილში).
ასე რომ, ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველს/მეპროტესტეს, ერთის მხრივ, ეგოისტურად სასიამოვნოა, მაგრამ, მეორეს მხრივ, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც (პირადად ჩემთვისაც და, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, საქმისთვისაც). თანაც, ახლა ვინმეს სხვაზე მეტად ლიდერობის აღქმის (გინდა ჩემი, გინდა სხვისი) არც დროა და არც საჭიროება. უფრო პირიქით.
ამ ვითარებაში, ალბათ ურიგო არ იქნებოდა, ყველას დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე. ჟურნალისტებმა და აქტიურმა მოქალაქეებმაც უნდა იცოდნენ, რომ უხერხული და რთული შეკითხვები მხოლოდ ჩემთვის არაა განკუთვნილი. ეს არც სამართლიანია, არც რაციონალური და აჩენს განცდას, რომ თუ ყველაფერი გამოვიდა, ყველას ერთად გამოუვაა. და თუ რამე არასწორად წავიდა/არ გამოვიდა, დაე გვარამიას დაბრალდეს.
ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ: გინდა პარტიაში, გინდა კოალიციაში, გინდა ალიანსში. გინდა თავისუფლებაზე და გინდა ციხეში. კარგზეც და ცუდზეც, წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved