დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე სტაბილურია, თუმცა არსებობს ვითარების გაუარესების რისკი.
მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირდა, რაც საგანგაშოა. გამყრელიძის განმარტებით, მთავარია პირბადის ტარება, დისტანცია და დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება.
„თუ ამას არ დავიცავთ, რა თქმა უნდა, არის რისკი იმისა, რომ ისევ გაგვიუარესდეს ეპიდსიტუაცია და ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა. იმ თვალსაზრისით, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჯერ, ბოლო 14 დღის არ შეცვლილა, მაგრამ დღეს უკვე 2%-ს ასცილდა როცა ქვემოთ ვიყავით. მინდა, ვთხოვო მოსახლეობას, იყვნენ ყურადღებით და გაუფრთხილდნენ იმ მონაპოვარს, რაც ამ ორი თვის განმავლობაში მივიღეთ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის თვალსაზრისით. გავუფრთხილდეთ, რადგან მარტი და აპრილი რესპირაციული ინფექციების თვალსაზრისით კრიტიკული თვეებია. კორონავირუსთან ერთად სხვა ვირუსები ცირკულირებს, მაგრამ წამყვანი არის კორონავირუსი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები