მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება – დღეს დიდი შაბათია, ამიტომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იერუსალიმია. იქ უამრავი მორწმუნეა ჩასული მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
ტრადიციულად წელსაც, იერუსალიმშია საპატრიარქოს დელეგაცია. სწორედ მათ უნდა გაავრცელონ საქართველოში მაცხოვრის აღდგომის ტაძრიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი ქართულ ეკლესია მონასტრებში.
მაცხოვრის საფლავზე, აღდგომის ტაძარში, იერუსალიმის პატრიარქი თბილისის დროით დაახლოებით 14:00 საათზე შევა და ამის შემდეგ ტაძარი დაიკეტება. როგორც წესი ტაძარში ამ დროს ათასობით მორწმუნეა შეკრებილი.
ტრადიიციის მიხედვით, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარეზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.
















კომენტარები