ეკონომიკის დოქტორი, ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:
„რა რძე და ყველი უნდა შეიტანოს ვინმემ საქართველოდან რუსეთში ქართულ ბაზარზე არსებული რძის პროდუქტების 87% ისევ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოტანილ რძის ფხვნილზე მზადდება.
მართლა გჯერათ ვინმეს, რომ საქართველოს შეუძლია ნედლი რძე ან მისგან დამზადებული საღი რძის პროდუქტი სადმე გაიტანოს?
გაიტანოს კიარა ამ ორი ქვეყნიდან რძის ფხვნილი თუ არ შემოვიდა (და რათქმაუნდა ვეღარ შემოვა) საქართველოში დაიწყება ტოტალური “ურძეობის” ხანა“ – წერს აბესაძე.
კომენტარები