მარნეულში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს, რომელიც ჯიხურში სიგარეტს ყიდდა.
თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირმა მისთვის სიგარეტის წართმევა დააპირა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, მამაკაცს აღენიშნებოდა ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში და ჭრილობა იყო, სავარაუდოდ, დანით მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები