მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში გაზმა გაჟონა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს.
მათი ცნობით, მოწამლულია რამდენიმე ბავშვი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხანალი გაჰრამანოვიც ადასტურებს.
„სკოლაში გაზის გაჟონვა არ ეკუთვნის სასწავლო დაწესებულებას, სკოლაში გაზი შემოვიდა მიმდებარე დაწესებულებებიდან“, – განაცხადა მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
„პია.ჯი“
კომენტარები