რუსეთი ამ ომში არ იმარჯვებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
„რუსებმა დეკემბრისა და იანვრის თვეებში 65000 ჯარისკაცი დაკარგეს. ისინი ძალიან მცირე წარმატებებს აღწევენ, იმდენად მცირეს, რომ იგი უმნიშვნელოა“, – განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად და საკუთარი ქალაქების დასაცავად შეიარაღება ჰქონდეს.
ასევე, რუტე მომავალ კვირას აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა.
„პუტინი მომავალ კვირას ჟენევაში მოლაპარაკებებზე ისტორიკოსს [მედინსკი] აგზავნის, სადაც ის უკრაინელებს შვედეთზე ან რაიმეზე ლექციას წაუკითხავს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.














კომენტარები