“ტვ პირველის” ინფორმაციით, თბილისში მარჯანიშვილის გამზირზე საფრანგეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფს თავს დაესხნენ. ჟურნალისტი ქალები და მათი ქართველი მასპინძელი ქალაქის ცენტრში ჯერ სექსუალურად შეავიწროვეს, შემდეგ კი აედევნენ. არსებული ინფორმაციით, ქალები თავის დაღწევას ტაქსით ცდილობდნენ.
შემთხვევა გუშინ მარჯანიშვილის გამზირზე მოხდა. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს.
ქალის ინფორმაციით, პატრული სიახლოვეს იდგა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.
კომენტარები