ვფიქრობ, რომ არ იქნება საწოლფონდის პრობლემა, რადგან ბევრია მსუბუქი პაციენტი და ისინი ბინაზე და სტაციონარებში რჩებიან, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.
მისივე განცხადებით, ინფიცირებულები, რომელთაც, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდებათ, გადავლენ კოვიდცენტრებში.
„ის პაციენტები, რომელთა მოთავსებაც იქნება აუცილებელი, მოთავსდებიან. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1192 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა.
კომენტარები