„კურიერმა“ გორში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი ჩაწერა, რომელიც ამბობს, რომ ის 5 შეკვრა უცხო ნივთიერება, რომელიც სამართალდამცველებმა ამოუღეს, მარილი იყო და მისი დაკავება უსაფუძვლოა.
გორში სამართალდამცველები რამდენიმე ლოკაციაზე ამ წუთებშიც არიან მობილიზებულნი. არსებული ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
დაუდასტურებელი ცნობით, დაკავებულია 2 ადამიანი, თუმცა, ოფიციალურად მხოლოდ ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ.
კომენტარები