• რეკლამა
  • კონტაქტი
02:44, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მარიამმა დაამტკიცა!” – უბედური შემთხვევა, თუ “ტერორისტი ხელყუმბარით?”

ალია ავტორი - ალია
04:29 02-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მარიამ კუბლაშვილმა დაამტკიცა:

  1. რომ იგი არ არის მხარე.
  2. რომ არანაირი მიზეზი თემირლანის წინასწარ განზრახვით მკვლელობისა არ არსებობდა.
  3. რომ სოსო გოგაშვილის დადანაშაულება მაშინ როდესაც არსებობენ კიდევ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა დონეზე ამ ოპერაციაში არის პოლიტიკური ნაბიჯი და აშკარა წაქეზების ფონზე ხდებოდა.
  4. რომ თემირლანი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად, რადგან სპეცრაზმელს გაუჩნდა მისგან ხიფათის განცდა – რასაც მოყვა გასროლა.
  5. რომ იგი არის ვახა ტერლოევის ერთგული ადამიანი, რადგან საბოლოო ჯამში მისი ქმედებები და საუბარი წარმართულია იქითკენ, რომ დაიცვას ეს ადამიანი დამღუპველი წაქეზებისგან და არ ჩაადენინოს გამოუსწორებელი შეცდომები”

შეგახსენებთ, პროკურატურა, სუსი, შსს, სახელმწიფო, პრემიერი, ყველა – ამტკიცებს რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა ხელყუმბარა და მისგან მოდიოდა რეალური საფრთხე! თუ ხედავ რეალურ საფრთხეს და მაშინ ისვრი – ეს ვერ იქნება უბედური შემთხვევა!

თუ ეს იყო უბედური შემთხვევა, გამოდის, სპეცრაზმელმა არასწორად შეაფასა საფრთხე და იქ არ იყო ხელყუმბარა, ხო, ბატონო ერეკლე?

თავის დროზე რომ ეღიარებია ლთ ძალოვან უწყებებს, რომ სპეცრაზმელს გაუჩნდა საფრთხის გრძნობა და მაგიტომ გაისროლა და არა რეალური საფრთხის გამო, თავის დროზე რომ ეთქვათ ეს უბედური შემთხვევააო, ახლა მალხაზ მაჩალიკაშვილი ისევ ორმაგად გამწარებული არ იდგებოდა ქუჩაში!

შეგახსენებთ ასევე, რომ ერეკლე კუხიანიძე და სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, ახლო მეგობრები არიან!

მაჩალიკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია და თუ სტრასბურგი დაადგენს, რომ თემირლანის მხრიდან საფრთხე არ იყო რეალური, უკან დასახევად ცუდი ნაბიჯი არ არის უბედურ შემთხვევაზე ახლა საუბარი, ხომ?

ისევე, როგორც, არჩევნების წინ, სულაც არის ცუდი სვლა გომელაურის, ჩიმაკაძისა და სხვებისთვის იმის შეხსენება, რომ ისინიც მარაქაში იყვნენ გარეულნი!

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved