• რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე, პოლიციამ გადაწყვეტილება ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამის საფუძველზე მიიღო – საქართველოს რეფორმების ასოციაცია

ალია ავტორი - ალია
20:58 06-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
356

საქართველოს რეფორმების ასოციაცია მარიამ წიწიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

,,ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ პარლამენტის წევრი მარიამ წიწიკაშვილის მიმართ დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებს. მარიამის რეპლიკაზე, რომ ის ემიგრანტი დედის შვილია და დედით ოსია, პარლამენტის წევრი პასუხად რამდენჯერმე იმეორებს: „გეტყობა“. საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი პარლამენტის წევრს ავალდებულებს, რომ ყველა მოქალაქეს მოეპყროს თანასწორად, მიუხედავად წარმოშობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნისა. აღნიშნული განსაზღვრულია ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტშიც. საქართველოს პარლამენტის წევრის ამგვარი ქმედება არღვევს ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გარდა ეთიკის კოდექსის დარღვევისა, აღნიშნული ქმედება აღვივებს ეთნიკურ შეუწყნარებლობას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებებისა და უფლებების დაცვას.

საუბრისას ადგილზე მოსულმა შსს-ს თანამშრომელმა ჩათვალა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ პოლიციელმა ადგილი მალევე დატოვა. მარიამის დაკავება მოხდა მოგვიანებით, რასაც ჰქონდა ანგარიშსწორების სახე.

მოქალაქისადმი ამგვარი მოპყრობა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაადგილების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა კანონმდებლობის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მოვლენების პარალელურად ვიქტორ ჯაფარიძე თავისუფლად გაფრინდა და მისი გადაადგილება არ შეფერხებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ მარიამის დაკავებისა და მისი თანმხლები პირისთვის გაფრენის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამის საფუძველზე, ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევისა თუ კითხვების გარეშე მიიღო.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისსავე დაიწყო, თუმცა მტკიცებულებების წარმოდგენისთვის მხარეებს დრო მისცა და პროცესი 19 ივნისისთვის გადადო. მომხდართან დაკავშირებით გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, მათ შორის – მივმართავთ სასამართლოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს – დეპუტატის მხრიდან ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის დასადგენად და სახალხო დამცველს – აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად ” – ნათქვამია GRASS-ის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved