• რეკლამა
  • კონტაქტი
16:09, ორშაბათი, 8 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მონისტრის მოადგილედ დაინიშნა

ალია ავტორი - ალია
11:04 05-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა – მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

მარიამ ქვრივიშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო. მისი შრომითი საქმიანობა ასევე უკავშირდება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას (EURONEST PA). 2021 წლის 21 იანვრიდან მარიამ ქვრივიშვილი პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეა, ხოლო 2021 წლის 18 თებერვლიდან – საქართველოს პარლამენტში ისრაელის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის სამეფოს, ლიბანის რესპუბლიკის, მაროკოს სამეფოს, პოლონეთის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, საუდის არაბეთის სამეფოს, საფრანგეთის რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, ქუვეითის სახელმწიფოს, შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფის წევრია.

საქართველოს პარლამენტში არჩევამდე, 2019-2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის flydubai რეგიონული მენეჯერი იყო. 2010 – 2012 წლებში ქვრივიშვილი „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

მარიამ ქვრივიშვილი არის თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM Business School) მაგისტრატურის კანდიდატი, ასევე დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი (მარკეტინგის განხრით) და ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი კალიფორნიაში, ქ. ბერკლში (University of California, Berkeley).

კერძო სექტორში მისი სამუშაო გამოცდილებიდან განსაკუთრებული წარმატებით შეიძლება აღინიშნოს ავიაკომპანიების – Flynas-ისა დ Salam Air-ის საქართველოში პირდაპირი რეგულარული რეისების განხორცილებისადა წარმომადგენლობის გახსნის პროექტების ინიცირება და მართვა, ასევე ავიაკომპანიების – Jazeera Airways-ის და Gulf Air-ის წარმომადგენლობების საქართველოში გახსნა და პირდაპირი რეისების კომერციული ოპერირება, პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებების გახსნა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მარიამ ქვრივიშვილს მიღებული აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული ჯილდო „საქართველოს ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

15:05 09-08-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება

14:07 09-08-2025
თიბისის მხარდაჭერით გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას მართავს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას მართავს

13:08 09-08-2025
Reckless – ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების მეორე ადგილის მფლობელი გახდა
ახალი ამბები

Reckless – ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების მეორე ადგილის მფლობელი გახდა

12:18 09-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved