• რეკლამა
  • კონტაქტი
21:42, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაქვს ინფორმაცია, რომ ის კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა, კერძოდ ეს არის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გვარამია“ – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
14:24 10-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
242

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. სამნიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე:

„ზოგადად, გუშინ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ აღიარების დღე. ესეც არის ერთ-ერთი აღიარება. ჩვენ თვეებია ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებს. რაც შეეხება სამნიძის განცხადებას, მაქვს ინფორმაცია, რომ ის კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა, კერძოდ ეს არის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გვარამია. ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია, თუმცა დეტალებს ის არ აკონკრეტებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და არა მარტო ევროპაში, ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რასაც ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, ის პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა სამნიძემ. რაც შეეხება სტატუსს, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, აშკარად მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ოლივერ ვარჰეის განცხადებაც არის ამის გამოხატულება. ვფიქრობთ, რომ დეკემბერში სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და ჩვენს ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია გააგრძელებს ლობირებას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წელს, შარშანდლისგან განსხვავებით ასეთი ქმედებები ხელს არ შეუშლის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას და მგონია, რომ წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved