• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაქსიმალურად უნდა შევბოჭოთ ოლიგარქი, კიდევ რამე არ გააფუჭოს” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
16:27 04-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილს არ მივცეთ საშუალება, ჩაშალოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება.
კანდიდატის სტატუსი უფრო მეტად დაგვაშორებს რუსეთს და დაგვაახლოებს დასავლეთს, რაც ჩვენ მიმართ პარტნიორების მხარდაჭერას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
თუ ახლა ეს შესაძლებლობა გავუშვით, არავინ იცის, როდის მოგვეცემა კიდევ შანსი.
რუსეთის ამოცანაა, ვერ მივიღოთ სტატუსი.
ივანიშვილი რუსული კანონის მიღებით ანუ პირდაპირ ეროვნული ინტერესების დემონსტრაციული ღალატით ეცადა, კრემლის გეგმა – საბოტაჟი განეხორციელებინა, მაგრამ ხალხმა მარტის დასაწყისში ის რაუნდი მოუგო მოსკოვს.
მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნება” 12 პუნქტს არ ასრულებს, ევროკავშირიდან მაინც წამოვიდა სიგნალი – შეიძლება, მოგვცენ სტატუსი დათქმებით. მოგვცენ ჩვენ – ხალხს, მიუხედავად ხელისუფლების საბოტაჟისა. სავარაუდოდ, უკრაინა და მოლდოვა ისევ გაგვისწრებს, რადგან არის ნიშნები, კიევსა და კიშინიოვს მოლაპარაკებები გაუხსნან წევრობაზე. მიუხედავად ჩამორჩენისა, კანდიდატობა, თუნდაც დათქმებით, ქართველი ხალხის დიდი მიღწევა იქნება.
ივანიშვილი გააგრძელებს დიქტატურის ფორმირებას კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე და მის შემდეგაც. რთული ამოცანა გვაქვს – დიქტატურასაც უნდა დავუპირისპირდეთ და თან არ მივცეთ საშუალება, სტატუსი ჩაშალოს.
ერთადერთი იმედი სტატუსის გადარჩენის ვართ ჩვენ – ხალხი. მაქსიმალურად უნდა შევბოჭოთ ოლიგარქი, კიდევ რამე არ გააფუჭოს.
თუ ხალხმა ამოცანა შევასრულეთ და ივანიშვილის პირობებში მაინც მოვახერხეთ სტატუსის მოპოვება, დაგვრჩება მეორე ამოცანა – ივანიშვილის შეცვლა მაქსიმუმ 2024 წელს. თუ სტატუსის მიღებიდან 2024 წლის შუალედში მოვახერხეთ, კიდევ უკეთესი. ისე, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე მისი ხელისუფლებიდან გაშვება, რადგან ქვეყანას დემოკრატიულ რელსებზე დავაბრუნებდით და სტატუსიც გარანტირებული გვექნებოდა.
ერთი სიტყვით, სტატუსი სასიცოცხლოდ გვჭირდება. ივანიშვილი კი ისედაც ყველა ვარიანტში ჩვენი შესაცვლელია გინდ სტატუსით და გინდ უსტატუსოდ. ამას ჩვენ გარდა ვერავინ გააკეთებს.”
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved