• რეკლამა
  • კონტაქტი
06:12, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაყურებელს და ქართველ ხალხს მინდა, ბოდიში მოვუხადო“ – რატი ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
14:20 12-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს პარლამენტში უსმენენ.

„პირველ რიგში, მაყურებელს და ქართველ ხალხს მინდა, ბოდიში მოვუხადო, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წევრების ქმედებების გამო, რომლებიც ნათლად ადასტურებენ, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან. აქ ვიხილეთ ცილისწამება, მათ შორის, როდესაც ადამიანს აბრალებ, რომ არის მკვლელი. შევახსენებ ამ ოროსნებს, ადამიანის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ დამდგარი უნდა იყოს კანონიერი განაჩენი და მხოლოდ მაშინ შეიძლება, უწოდო მას მკვლელი ან ნებისმიერი სხვა რამ, თუმცა მსგავსი ტიპის ცილისწამებებს, რა თქმა უნდა, მიჩვეული ვართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა დარბაზის დატოვებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიერ რატი ბრეგაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომ მის ქმედებებზე მისი შვილები აგებენ პასუხს.

რატი ბრეგაძის თქმით, ასეთი საუბარი დაუშვებელია და ანა წითლიძეს უზრდელი უწოდა.

„სამწუხაროდ, არ ჩანს და ალბათ მედია დააფიქსირებდა კონკრეტულად ოჯახსა და მცირეწლოვან ბავშვებზე საუბარს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს მეტყველებს იმ მარაზმზე, რასაც ეს ხალხი წარმოადგენს. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ თავიანთ დაუნდობელ სახეს. ნათლად აჩვენებენ, რომ, ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, ისინი მართლაც არავის დაინდობენ. ეს მათი საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას ქართველი ხალხი ნამდვილად არ დაუშვებს“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved