• რეკლამა
  • კონტაქტი
05:06, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაპატიე, რომ აპარატზე როცა იყავი შეერთებული და ნეკა თითის პირობა დავდეთ საავადმყოფოდან შენი ფეხით გახვიდოდი“ – კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის და

ალია ავტორი - ალია
14:07 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილის, 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის და, მარიამ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ვახოს შესახებ უყვება.

„ჩვენი პირველი შეხვედრა მახსოვს, პატარა იყავი, დაჭყანული და გაკვირდებოდი კარგად, აწითლებული, ლურჯ პლედში იყავი გახვეული, მერე გაბრაზებდი, არ მომწონდი, რადგან ყველაზე დიდი ყურადღება შენ გქონდა, ამიტომ ძალით გატირებდი, რომ მეწვალებინე.

მაგრამ გავიზარდეთ, გავიცანით ერთმანეთი, როგორც მარიამმა და ვახომ და საუკეთესო მეგობრები გავხდით. მთელი ჩემი ბავშვობა, ყველა საუკეთესო მოგონება შენ ხარ. ფეხბურთი როცა შეგიყვარდა მეც შევიყვარე რადგან შენთან ერთად ვყოფილიყავი სულ. მერე უფრო გავიზარდეთ, ყველაფერი იცვლებოდა, ჩვენი ინტერესები, ადამიანები ჩვენ გარშემო მაგრამ ჩვენ არასდროს. არ ვიცი საერთოდ რას ვწერ და რას ვლაპარაკობ. მაგრამ შენი რჩევები ყოველთვის საუკეთესო იყო, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის საუკეთესო მეგობრები ვართ. ამიტომ არის მარი და ვახუნა ყველაზე განსაკუთრებული და-ძმობა რომ არ ვყოფილვართ ერთმანეთის მხოლოდ და-ძმა, საუკეთესო მეგობრები და უფრო მეტი.

დღეს ჩემს თვალწინ გაგიჩერდა გული, ორჯერ ჩემს გარეშე, ალბათ კიდევ იმიტომ სცადე რომ მე მომესწრო შენთან, მაგრამ იმედია არ გტკივა, აღარ გტკივა და ეს ტანჯვა შენთვის დასრულდა, თუმცა ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი იწყება.

არ მჯერა რომ როცა დამიჯდებოდი და მეტყოდი „აუ მარიკა ამარჩევინე რა ფოტო რომელი დავდო ” და მე სულ ვწუწუნებდი, ნეტა ისევ ამ ფოტოებს ვარჩევდეთ და არა იმას, რისი არჩევაც ახლა გვიწევს. ეს ფოტოც ხო მაშინ გადაგიღე როცა უამრავჯერ იპოზიორე, მე შენი ცხვირი ისევ ვერ გამოვაჩინე იმ რაკურსით რომელიც შენ გინდოდა, ახლა აღარ იბუზღუნებ, ეს ასე რატომაა.

იმდენი რამის თქმა მინდა. მაგრამ ვინც იცის მარი, იცის რომ ვახო ჩემი სამყაროა. არა იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით, მაგრამ საუკეთესო და-ძმობა გვაქვს ვახო. მაპატიე რომ აპარატზე როცა იყავი შეერთებული და ნეკა თითის პირობა დავდეთ რომ საავადმყოფოდან შენი ფეხით გახვიდოდი. მაპატიე რომ გეშინია და მარტო ხარ. მაპატიე რომ შენთანაც კი ვერ გამოვდივარ და ვერ ვბედავ, შენთან მოსვლას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს იქნები, ისეთი ანგელოზი ხარ, ისეთი კარგი რომ ალბათ უკეთეს ადგილას წახვედი. არადა რომ გხედავდი რომ მიდიოდი, გეხვეწებოდი მეც წამოვალთქო. რადგან სულ შენთან ყოფნა მინდოდა და მინდა.

დაგვპირდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ამ დღის მერე კარგად აღარაფერი იქნება. მიყვარხარ და მენატრები ჩემო პატარა ანგელოზო. ჩემო ღიმილა, ჩემო პაწაწუნა ჩემო ლამაზო, ჩემო თვალებბრიალა, ალბათ ვახოს გარეშე ყოფნას ვერასდროს ვისწავლი, მაგრამ იმედია იქ არ გტკივა, არ გიბრაზდები. თუ ამ ტკივილის ატანა აღარ შეგეძლო, არ გიბრაზდები.
rest in the peace my little winter bear ,“- წერს მარიამ ჩარკვიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved