მსოფლიო დასცინის ამერიკას – ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპის უმცროსი შვილი Twitter-ზე მამამისის ანგარიშის დაბლოკვას.„მთელი მსოფლიო ამერიკას დასცინის, მაო, ლენინი და სტალინი კი იღიმიან. შეუძლიათ თუ არა დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს პრეზიდენტისთვის ცენზურის დაწესება? სიტყვის თავისუფლება მკვდარია და იგი ძლიერი მემარცხენეების მიერ კონტროლდება“, – წერს უმცროსი დონალდ ტრამი.ცნობისთვის, კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ „ტვიტერმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა.
კომენტარები