• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, პარასკევი, 30 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მანქანას ვყიდი რომ ბინის კრედიტი გადავფარო და სახლის გარეშე არ დავრჩე” – გიორგი სუხიტაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:32 11-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი მატერიალური პრობლემის წინაშე დგას და ბინის სესხის გადახდა უჭირს. როგორც ის ამბობს ამჟამად მისი შემოსავალი ბანკის ხარჯზე ნაკლებია. ბინა რომ არ დაკარგოს, უკვე მეორე თვეა, ავტომობილის გაყიდვას ცდილობს. 

„არ ვარ წუწუნა ადამიანი. მაქსიმალურად ვცდილობ, ქვეტექსტების გარეშე ვაკეთო ყველაფერი. არ მინდა ზედმეტი რაღაცების თქმა. თან, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს პოლიტიკურ ფილტრში ატარებენ. გულწრფელად ვამბობ, ჩემ გარშემო ფართო სანაცნობოში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელია, არა მხოლოდ მომღერლები, არამედ ბიზნესის წარმომადგენლებიც, ყველას პრობლემა გაუჩნდა. შემცირდა მუშაობა, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და ყველას გაუჭირდა. დღეს შეიქმნა ასეთი რეალობა, არავის საწინააღმდეგოდ არ ვამბობ, უბრალოდ, აღვნიშნავ იმას, რომ თუ არ ვარ დაკავშირებული კოვიდინფექციასთან ბრძოლასთან, მიჭირს თავის გატანა.

ჩემი ბოლო კონცერტი წინა წლის 30 ნოემბერს გაიმართა. თითქმის ერთწლიანი წყვეტა მაქვს პროფესიული, თუკი არ ჩავთვლით წინა ახალ წელს პატარ-პატარა კონცერტებს. მაქვს სასამართლო დავა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და არავინ იცის, როგორ დასრულდება. ახლა ჩემი შემოსავალი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც დღეს ბანკში ვიხდი. ჩემი ხელფასი ბიგ-ბენდიდან ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბანკის გასავალი. გარდა ამისა, ცხოვრებაში ხომ გვაქვს ადამიანებს, ბანკის გარდა, სხვა ხარჯებიც? მყავს ავტომობილი, რომელიც მეორე თვეა, დევს გაასაყიდად. ვიფიქრე და მოვიფიქრე ეს გამოსავალი, რომ სესხი გადამეფარა, მაგრამ არ იყიდება მანქანა. ეს გადაწყვეტილება მშვიდად და პრაქტიკულად მივიღე. სავალალო მდგომარეობაში მე ჯერ არ ვარ, მყავს ავტომობილი, იქნებ, გაიყიდოს და შევძლო სესხის გადაფარვა“, – ამბობს გიორგი სუხიტაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას.

წყარო: fortuna.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved