• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მანიფესტაციაზე აკრძალულია ალკოჰოლი, ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა?! აუცილებელია პოლიციას ჰქონდეს ბერკეტი, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი დაიცვას“ – დარახველიძე

ალია ავტორი - ალია
15:19 10-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
183

მანიფესტაციაზე აკრძალულია ალკოჰოლი, ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა?! – სუს-ი ამბობს, რომ შეიძლება მომხდარიყო კარვების გამოყენება არეულობის მოსაწყობად, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.

მისი თქმით, აუცილებელია პოლიციას ჰქონდეს ბერკეტი, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი დაიცვას.

„თქვენ კარგად ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ შეიძლება მომხდარიყო კარვების გამოყენება არეულობის მოსაწყობად და ა.შ. თუ კანონპროექტს ჩავხედავთ, იქ გაწერილია ლეგიტიმური მიზნები, რა შემთხვევაში შეიძლება მიეცეს პოლიციას უფლება, რომ შეზღუდოს კარვის ქონა. აქ არ წერია ის, რომ მთლიანად იკრძალება. კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საფრთხისშემცველია კარვის ქონა ვინმეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ან მაგალითად პოლიციას ხელი ეშლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში, ან კარვების მეშვეობით ხდება მნიშვნელოვნად საწარმოს ან დაწესებულების ფუნქციონირების შეფერხება ან საერთოდ არ არის კარვის არსებობა დაკავშირებული შეკრება მანიფესტაციასთან, ამ შემთხვევაში ეძლევა პოლიციას უფლებამოსილება, რომ შეუზღუდოს კარვით სარგებლობა, თუმცა, ეს ყველაფერი წარდგენილი იქნება სასამართლოზე და სასამართლო განიხილავს პოლიციის გადაწყვეტილებას, იყო ის ლეგიტიმური თუ არ იყო ლეგიტიმური და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ეს კანონპროექტი სრულად შესაბამისობაშია კონსტიტუციის ნორმებთან, ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და შეშფოთების მიზეზი არ არის. ასეთი ტენდენციაა, რომ როცა კანონპროექტზეა საუბარი, საუბრობენ, რომ ეს არის ცუდი კანონპროექტი. ჩავიხედოთ შიგნით, რა წერია. რატომ ვხედავთ რაღაც შეზღუდვას? დღესაც არის შეზღუდული მაგალითად, ის, რომ მანიფესტაციის დროს არ შეიძლება გქონდეს ისეთი საშუალებები, რომელიც ადვილად აალებადია. მაგალითად, აკრძალულია ალკოჰოლური სასმელი, ეს შეზღუდვაა გამოხატვის თავისუფლების?!“ – განაცხადა დარახველიძემ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

თეგები: ალექსანდრე დარახველიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved