• რეკლამა
  • კონტაქტი
21:27, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მანდ სხვა რამ ხდება, თორემ არც ერთი არ არის ის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს გაწირავს და ივანიშვილს გადაეფარება“ – რას უყვება ,,ალიას” ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
20:45 05-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,919

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი, ეკა ბესელია.

–ქალბატონო ეკა, “აგენტების კანონს“ პრეზიდენტმა ვეტო დაადო. თქვენ იცნობთ “ქართულ ოცნების“ წევრების უმრავლესობას, პარლამენტში ძველი დეპუტატებიც არიან და მათი დამოკიდებულებაც იცით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამერიკისა და ევროკავშირიდან, ამ დეპუტატების პირადი და ოჯახის წევრების გარდაუვალი დასანქცირების შიშით, არსებობს იმის შანსი, რომ მათ ვეტო ჩააგდონ და 76 ხმა ვერ მოგროვდეს?

– დღეს ისეთი უმრავლესობა ჰყავს „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში, რომელსაც არასოდეს არ უბრძოლია პრინციპებისა და სამართლიანობისთვის. ამიტომ, მე  ვერ ვხედავ იქ რაიმე რესურსს, რომ  მათ იპოვნონ ძალა და დამოუკიდებლი გადაწყვეტილება მიიღონ. რამდენიმე დღეში ეს გამოჩნდება. „ქართული ოცნება“, სამწუხაროდ, იქცა ერთ კონფორმისტულ პოლიტიკურ დაჯგუფებად, რომელსაც ერთადერთი ინტერესი აქვს –ეს არის საკუთარი თავისა და ქონების გადარჩენა. მათ არ აინტერესებთ ის შედეგები, რაც შეიძლება ამ სანქციებს მოჰყვეს. ან ვერ ხვდებიან ამას, ან არ ესმით სანქციების მნიშვნელობა ბოლომდე.

–ეს რატომ გკითხეთ, იცით? აქამდე ბიძინა ივანიშვილი იყო მათი კომფორტის, ფულის, ქონების, ყოვლმხრივ უსაფრთხო ცხოვრების გარანტი. თუ დაასანქცირეს დეპუტატები, ჩინოვნიკები ოჯახის წევრებიანად, ქონებაც დაუყადაღეს და უცხოურ ბანკებში ანგარიშები გაუყინეს, ივანიშვილის გარანტორობის ფაქტორი განეიტრალებული იქნება. ასეთ შემთხვევაში რას იზამენ? ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს  ოჯახზე მაღლა დააყენებენ?

–ახლა ყველაფერი უნდა გაიაზრონ. მე არ ვიცი, ვისზე რა კომპრომატები აქვთ, ვინ რითია მიბმული და დაშინებული. როგორც ჩანს, მათ დამოუკიდებლობა არ გააჩნიათ. შესაძლოა, მანდ სხვა მოტივებიც იყოს, თორემ არც ერთი არ არის ის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გადაეფარება, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებას გაწირავს და ივანიშვილის მხარეს დადგება. მე არ მჯერა, რომ ეგეთები არიან. მანდ სხვა და სხვა მოტივაციაა, რის გამოც ასე იქცევიან. შესაბამისად, თუ იგრძნეს რეალური საფრთხე და გაიაზრეს რას ნიშნავს ეს სანქცები, ის მიხვდება, რომ უკიდურესად სახიფათო წითელ ხაზებს კვეთს. პირველ რიგში მათ ვგულისხმობ, ვისაც ფინანსური რესურსი აქვს და ხშირად მოძრაობს უცხოეთში.

–თუ ამოქმედდა მკაცრი სანქციები, როგორ ფიქრობთ, რაიმე კომპრომისზე არის ბიძინა ივანიშვილი წამსვლელი? მხოლოდ „აგენტების კანონს“ არ ვგულისხმობ, ზოგადად, საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში რუსეთის მსგავსი რეჟიმის დამყარებაზე აიღოს ხელი. შეაშინებს ეს ყველაფერი?

–ვინც ვერ ხედავს და ბრმაა, თავის თავს უნდა დააბრალოს. ყველაფერი ცხადია, ყველაფერი ჩანს. ამხელა საშინაო თუ საერთაშორისო აჟიოტაჟი არც ერთი კანონის გამო არ ყოფილა, არც ერთი თემა არ ყოფილა, რაზედაც ასეთი კონსესუსი შემდგარიყო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მე მგონი, ყველანი უნდა მიხვდნენ, რომ ახლა უკან დახევის აუცილებლობის მომენტია.  პრეზიდენტის ვეტო ამაში ეხმარება მათ, რომ უკან დაიხიონ. ხელისუფლება როცა ხარ და ამ საფრთხეებს ვერ იაზრებ, ეს, ძალიან მსუბუქად რომ გითხრათ, არაკეთილგინიერებაა. მით უმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის საუცხოო ინიციატივა, შემოთავაზებათა საუცხოო პაკეტი, პირდაპირი ინტერესი ქვეყნის მიმართ, რომ რუსეთის პირისპირ მარტო არ აღმოჩნდეს. გვთავაზობენ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობას, რაც ქვეყანასაც გააძლიერებს და ჩვენს მოქალაქეებსაც. ადამიანებს მექსიკის გავლით უწევთ ამერიკაში მოხვედრა და ლამის ყველაფერზე მიდიან, რომ იქ მოხვდნენ. ამერიკელი პოლიტიკოსები გვეუბნებიან, რომ ლიბერალური სავიზო რეჟიმი ამოქმედდება. ფინანურ დახმარებასაც გვთავაზობენ, სამხედრო დახმარებსაც, უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებების დაცვას... მეტი რაღა უნდა გვითხრან? ამ შემოთავაზებაზე უნდა დაფიქრდნენ და ისე უგუნურად არ უნდა ჰკრან ხელი, რაც „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა უკვე გააკეთა. ხანდახან ვიხსენებ და სააკაშვილს საგარეო კურსის მხრივ, არასდროს ჰქონია ასეთი ჩავარდნები, „ქართულ ოცნებას“ რომ აქვთ. დემოკრატიასა და  ადამიანის უფლებებში კატასტროფა ხდებოდა წინა რეჟიმის დროს, მაგრამ საგარეო კურსი და დასავლეთთან ურთიერთობა ამგვარი დარტყმის ქვეშ რომ დაეყენებინა რომელიმე ხელისუფლებას, ასეთი რამ არ ყოფილა. თან ოკუპირებული ქვეყანა ხარ, აქვე რუსის ჯარი გიდგას და დაუცველი ხარ, შენს სტრატეგიულ პარტნიორებს იშორებ. ეს რას ნიშნავს? საბჭოთა კავშირში უნდათ შესვლა თუ რას აპირებენ?!

–საზოგადოების ნაწილს, „ქართული ოცნების“დეპუტატებს და მათ ბევრ ჩინოვნიკებს, მონური ფსიქოლოგია ვერ დაუძლევია თუ ეს არის „სტოკჰოლმის სინდრომი“ პოლიტიკაში, როდესაც მოძალადესთან ყოფნა ურჩევნიათ, ამ შემთხვევაში რუსეთთან, რომელმაც რაც დამოუკიდებლები ვართ, სამჯერ გვეომა და 30 000 კაცი მარტო აფხაზეთში ჩაგვიხოცა, რეგიონები წაგვართვა და დღესაც მიაქვს ჩვენი მიწები. რით შეიძლება რუსეთის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება აიხსნას?

– ეს ახსნას არ ექვემდებარება. ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის გავლენა ძალიან დიდია, თავისუფლად მოქმედების არეალი არ აქვს და ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, „ქართული ოცნების“ მესიჯები ერთი–ერთში ემთხვევა მარია ზახაროვას, დუგინის და სხვა რუსი პროპაგანდისტის კომენტარებს.ეს არის რასაც ვხედავ  და ის იაფფასიანი, ყალბი ლოზუნგები, რომ ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, უკვე აღარ მუშაობს. კი, ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკას ატარებ, რუსეთის ყველა დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებ, მაშინ არ გეკუთვნის საკუთარი თავი შენ. ეს არის რეალობა.

–„აგენტების კანონში“ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მთელი მუხლი შეიტანეს ფარულად და კანონი ფიზიკურ პირებსაც შეეხებათ, თუ მიიღეს. უკაცრავად და ეს გააკეთეს ვირეშმაკულად, ღიად, საჯაროდ ამის გაკეთება ვერ გაბედეს და ვერც თავიანთ მომხრეებს გაუბედეს. აი, ამას რა ჰქვია პოლიტიკურად?

–იურიდიულად ეს არის თაღლითობა და კრიმინალური ქმედება კანონის მიღების დროს, კანონის დარღვევაა კანონის მიღების დროს. ანრი ოხანაშვილი არის თაღლითი კრიმინალი და ის ისე ექცევა საკანონმდებლო პროცესს, როგორც ავაზაკი ადამიანი. პატივს არ სცემს იურიდიული კომიტეტის სტანდარტებს, კონსტიტუციას და თაღლითობს ამ კანონშემოქმედებით პროცესში. პოლიტიკურად ამას ჰქვია პოლიტიკური სიბეცე და აფერა. იმის ნაცვლად, რომ ეს კანონი გაეუმჯობესებინათ, ცოტა უკან დაეხიათ, გააუარესეს და უფრო დაამძიმეს.

თეგები: ეკა ბესელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved