• რეკლამა
  • კონტაქტი
12:32, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მან შემომწირა ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი“ – სააკაშვილის ემოციური წერილი

ალია ავტორი - ალია
14:21 11-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,047

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და დედას, გიული ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს:

,,მან შემომწირა ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი. საშინლად ჭირიანი ვიყავი და მრავალი თვე გაატარა ჩემთან ერთად საავადმყოფოებში. მუდმივად დამატარებდა ექიმებთან, დავყავდი მასწავლებლიდან მასწავლებლამდე, გვიან ღამემდე. მიკითხავდა წიგნებს, თან პარალელურად იცავდა დისერტაციებს, წერდა წიგნებს, ხდებოდა პროფესორი. მთელი ეს დრო ეძინა ჩემთან ოთახში, მე საწოლზე მას კი გასაშლელ დასაწოლზე – საშინლად ვიწროზე და მოუხერხებელზე (ლეჟანკაზე).

2021 წელს ჩამოფრინდა კიევში რათა დავერწმუნებინე არ წამოვსულიყავი. საღამოს ვუთხარი ხვალ დავილაპარაკოთ თქო და დილის ექვს საათზე გავიპარე, როცა მას ეძინა.

სასწრაფოდ გაყიდა მამამისის დატოვებული მიწა და ადვოკატები იქირავა. ბოლო 4 წელი დღეში 2-ჯერ მოდის გრძელ გზაზე საკვებით, რომელსაც დილიდან მიმზადებს (არასდროს ეხერხებოდა საჭმლის გაკეთება და ახლა ისწავლა), იცდის რიგებში, გადის ჩხრეკას. პირველი ორი წელი ჩემთან ერთად იბრძოდა რომ არ მოვმკვდარიყავი, თითქმის ყოველი დღე ურთულესი იყო, განსაკუთრებით მისთვის.

ახლახანს დიქტატურამ ვითომ ჟურნალისტები დაახვედრა კლინიკასთან. ის გვერდითი შესასვლელიდან შემოვიდა, რათა აგრესიისგან თავი აერიდებინა, ხოლო უკან გასვლისას ადმინისტრაციამ დაუკეტა ყველა სხვა გასასვლელი, რათა ვერ გაჰქცეოდა ვაი პროპაგანდისტებს.

კითხვებს უსვამდნენ მის მეორე დიდ სიყვარულზე – მის უნივერსიტეტზე, რომელიც ნულიდან ააწყო პარტნიორებთან ერთად. დღე და ღამე მუშაობდნენ, შეისყიდეს მიტოვებული შენობები და სიცოცხლე შთაბერეს.

მთელი მსოფლიო მოიარეს ფულის და სტუდენტების მოსაზიდად და მიუხედავად ყველა სიძნელისა, შექმნეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის ყველაზე რეიტინგიანი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მრავალმა ათასმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება და რომელსაც ხალხი მოკლედ ეძახის “ალასანიას”, რაც ცოტა უსამართლოა მისი პარტნიორის მიმართ, რომელმაც ასევე ბევრი შრომა ჩადო და ახლა როცა უნივერსიტეტი წარმატების პიკშია მას ანადგურებენ.

ის ახლა ერთის მხრივ უყურებს თუ როგორ ცდილობენ გაანადგურონ მისი შვილი, რომლის აღზრდას და განათლებას გადააყოლა ახალგაზრდობა, პირადი ცხოვრება და ასევე როგორ ასწორებენ მიწასთან მის მეორე საყვარელ ქმნილებას “საქართველოს უნივერსიტეტს”, ბნელი, ბოროტი, შურიანი ორფეხა მტაცებლები.

დღეს დედაჩემ გიულის 79 წელი უსრულდება. რა თქმა უნდა, მასაც და მეც გაგვიხარდებოდა სხვა გარემოებებში აღგვენიშნა დაბადების დღე, თუმცა გიული მაინც თავის სტიქიაშია. ეს ბოლო წლები სულ მიყვება თავის სამეცნიერო მიგნებებზე საქართველოს ისტორიის სფეროში და დღესაც ჩადის ვარშავაში კონფერენციაზე, რათა წაიკითხოს საგულდაგულოდ მომზადებული მოხსენება.

HAPPY BIRTHDAY DEDIKO “

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved