• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა წოწერია: ერთობლივი პროექტით წყალმომარაგების პრობლემა ცაიშთან ერთად ცაცხვს და ურთას მოუგვარდება

ალია ავტორი - ალია
15:20 08-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი მამუკა წოწერია ზუგდიდიში სოფლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა კონკრეტული სამოქმედო გეგმა ამჯერად სოფელ ცაიშში ადგილობრივებს წარუდგინა. მამუკა წოწერიას განმარტებით, სოფელში მთავარ პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს, რისი მოგვარებაც მოხდება და პრობლემა ცაიშთან ერთად, ცაცხვს და ურთას გადაეჭრება.

„ინდივიდუალურ შეხვედრებზე მუნიციპალიტეტის და კონკრეტული სოფლის აქტუალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ. მისასალმებელია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მოსახლეობისთვის – წყალმომარაგების პრობლემა გადაწყვეტის ეტაპზეა. ხორციელდება პროექტირება და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება. არის სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც – შიდასაუბნო გზების მოწესრიგება, სანიაღვრე არხების მოწყობა, ამ საკითხებზეც ვიმსჯელეთ, მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ, შევჯერდით და უახლოეს ხანებში ადეკვატური რეაგირებაც მოხდება“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ. ის მოსახლეობასთან შეხვედრებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ჯანაშიასთან ერთად მართავს.

მამუკა წოწერიას თქმით, სოფელში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: კურორტის უბანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზას, აშენდა ხიდები, მოეწყო სანიაღვრეები და გარე განათება.

„დღის ბოლოს წარმატებულ ფერმერებს ნანა ფიფიას და მანუჩარ იაშვილს ვსტუმრობდით, მარწყვის სათბურები 3 ათას კვადრატულ მეტრზე აქვთ გაშენებული, მომავალი წლიდან კი 1000 კვადარატულს დაამატებენ, დასაქმებული ყავთ ადგილობრივები, წარმატებები ამ მშრომელ ხალხს. სასათბურე მეურნეობა სოფელში განვითარებულია, უმეტესი მათგანი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი“ – განაცხადა მმართველი გუნდის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved