• რეკლამა
  • კონტაქტი
09:01, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე სოსო გოგაშვილზე – „ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს

ალია ავტორი - ალია
20:18 07-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ „ოცნებას” სამხილებელი არაფერი აქვს, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით ოჯახის პოზიციას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სოსო გოგაშვილი პოლიტპატიმარია და მისი დაკავება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა მან „ქართული ოცნების” მხილება” გადაწყვიტა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, კონკრეტული დაკავება სამართალდამცავების საქმეა და არა პოლიტიკოსების შესაფასებელი.

„ოცნებას” სამხილებელი არაფერი აქვს, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ დაკავებას თუ გადაწყვეტილებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. „ოცნებას” სამხილებელი არაფერი აქვს! ხარვეზები ყველას აქვს, მაგრამ სამხილებელი, როგორც ეს უნდათ ზოგიერთ ძალებს, არაფერი გვაქვს, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით! რაც შეეხება კონკრეტულ დაკავებას, ეს სამართალდამცავების საქმეა და ჩემი საქმე არ არის. მართლა უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ადამიანის დაკავებიდან მეორე მესამე დღეს გვეკითხებიან დეტალების შესახებ. ეს არ არის სწორი. არაერთხელ მითქვამს, რომ სამართალდამცავის შესაფასებელი საქმე პოლიტიკოსმა შეაფასოს და თქვას. ამიტომ დანარჩენი კითხვები არის სამართალდამცავებისთვის”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი – პატიმრობას. შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე იოსებ გოგაშვილს 2022 წლის 17 ივლისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved