• რეკლამა
  • კონტაქტი
15:43, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია? თუ გახარიას უბრალოდ შეეშინდა დებატების, მარცხის აღიარების და სიმართლესთან დაპირისპირების?” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
12:01 10-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას მხრიდან დებატებზე თავის არიდებას მის სიმხდალესა და მოსალოდნელ მარცხის შიშს უკავშირებს. ვაშაძე აცხადებს, რომ ბატონ გახარიას სიმართელსთან დაპირისპირების შეეშინდა და  ფარად მამუკა მდინარაძეს უშვებს. პრემიერობის კადიდატი გიორგი ვაშაძე მზად არის დებატებისთვის და მიაჩნია, რომ  სწორედ ეს შეხვედრა კიდევე რთხელ გამოაჩენს სხვაობას „ქართული ოცნების“ ფულისმკეთებლების გუნდსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საქმისმკეთებლების გუნდს შორის.
“დღეს უნდა შემდგარიყო დებატები  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის. მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია?  თუ გახარიას უბრალოდ შეეშინდა დებატების,  მარცხის აღიარების და სიმართლესთან დაპირისპირების? მართალია, მე არ მივცემდი მას ტყუილების თქმის საშუალებას. ქართველი ხალხის სახელით, მოვთხოვდი პასუხს სიღარიბესთან, უმუშევრობასთან და გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებულ  პირდაღებულ კითხვებზე. მე მას რთულ შეკითხვებს დავუსვამდი, თუმცა თუ ის ნამდვილი ლიდერია, ამ გამოწვევისთვის უნდა ეპასუხა.გახარიას შეეშინდა და გადაწყვიტა, თავი აერიდებინა დებატებისთვის. ამის სანაცვლოდ, სხვისი გამოგზავნა  მხდლური და უპატივცემულო საქციელია არა მარტო ოპოზიციის, არამედ საკუთარი მოქალაქეების მიმართ. მიუხედავად ამისა, მე მზად ვარ დებატებისთვის, რომელიც ნათლად გამოაჩენს სხვაობას „ქართული ოცნების“ ფულის მკეთებლების გუნდსა და ჩვენს, საქმის მკეთებლების გუნდს შორის. მე გამოვავლენ ახალ ფაქტებს, თუ როგორ არ აღელვებთ მათ ქვეყნის მოქალაქეები და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ იშოვონ მეტი ფული. მე წარმოვადგენ ჩვენს გეგმას, როგორ უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა საქართველოში.ბატონო გახარია, შეგიძლიათ, გაექცეთ ამ დებატებს, მაგრამ ვერსად გაექცევით 31 ოქტომბრის არჩევნებს, როცა ქართველი ხალხი თქვენს, დამსხვრეული ოცნებების რეჟიმს დაასრულებს და მას იმ ლიდერებით ჩაანაცვლებს, ვინც საქართველოს აღმშენებლობას შეუდგება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved