• რეკლამა
  • კონტაქტი
07:44, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე – ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი დარღვევა, არათუ ფულის გათეთრება არ ყოფილა, სხვა რამესთან გვაქვს საქმე

ალია ავტორი - ალია
12:06 12-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

დღევანდელი პროცესი არ არის იმის გასარკვევად, რა მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ არანაირი დარღვევა, არათუ ფულის გათეთრება ამ საქმეში, არ ყოფილა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, იმ საქმეს, რომელზევ ბრალდებულია სამწლიანი გამოკვლევა არ სჭირდებოდა, რადგან მასში დანაშაული არ არის.

„ამ სამი წლის განმავლობაში გვიცხადებდნენ ნდობას და დღესაც ხედავთ რამდენი ადამიანი მოვიდა, რომ გამოაცხადონ პროტესტი. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ უიმედობა და უიმედობის დანერგვა, რასაც ხელისუფლება ყველა სფეროში ახორციელებს. ეს არ არის პროცესი იმის გასარკვევად, რა მოხდა, რადგან ამის გარკვევა პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტსაც შეუძლია. არაფერი სირთულე და მით უმეტეს სამწლიანი გამოკვლევა ამას არ სჭირდებოდა. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ არანაირი დარღვევა, არათუ ფულის გათეთრება ამ საქმეში, არ ყოფილა. აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. რატომ გაიწელა სამი წელი ეს საქმე? გაიწელა, რადგან ებრძვიან წარმატებას ამ ქვეყანაში, ებრძვიან იმას, რომ ქართველებს არ შეუძლიათ წარმატებული საქმის კეთება, თუ გამოუვიდათ ეგ საქმე აუცილებლად უნდა იყოს დანაშაული და დარღვევა. ამით კლავენ ახალგაზრდებში იმ იმედს, რომელიც ასე საჭიროა, რათა ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს. ამიტომ, ეს პროცესი ჩემთვის პირადად არ არის, რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე. ჩემთვის ეს პროცესი არის წარმატებული საქმეების ტესტი. იცით, რომ ამ წარმატებულ საქმეებს ბოლო 30 წელი ვაკეთებდით. საბოლოო ჯამში, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ ამ გუნდის წევრებთან ერთად. სწორედ ამას ებრძვიან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved